"Სოციალური სამართლიანობის ცენტრის" Სოციალური Პროგრამის დირექტორი, თათული ჭუბაბრია და "ნამახვანი ჰესის" პროექტის დირექტორი, მერაბ ლომინაძე "დილის საუბრების" ეთერში წარმოადგენენ თავიანთ არგუმენტებს პროექტთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემურ საკითხზე. ვინ საიდან და როგორ ხედავს პრობლემებს?
რიონის ხეობის მკვიდრი, მაკა სულაძე ამბობს, რომ ადგილობრივებს საკმარისი განათლება და უნარი აქვთ კარგისა და ცუდის გასარჩევად. "ნამახვანი ჰესის" პროექტზე არაერთი შეკითხვა კვლავაც უპასუხოდ რჩება. მაკა სულაძე ამბობს, რომ ის 2009 წლიდან ეწინააღმდეგება პროექტს. ხეობაში მიმოსვლა კვლავაც შეზღუდულია.
ლარი უფასურდება, ეკონომიკა მცირდება, პირველადი მოხმარების ნივთებზე ფასები უწყვეტად იმატებს, რაც ზრდის სიღარიბის მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვსაც - მსოფლიო ბანკის უახლესი პროგნოზით, საქართველო იმ ეკონომიკურ დონეს, რაც პანდემიამდე იყო, ოპტიმისტური სცენარითაც კი 2022 წლის ბოლოსაც კი ვერ მიუახლოვდება.
ბათუმის საკრებულოში 30 მარტს სხდომა ხმაურით დაიწყო. საკრებულოს დარბაზის შესასვლელთან შეკრებილი ბათუმელები ითხოვდნენ სხდომაზე დასწრებას, ამის საშუალებას კი საკრებულოს კიბეებზე კორდონით მდგომი პოლიცია არ იძლეოდა.
ეკონომიკის დოქტორი, ირაკლი მაკალათია აფასებს საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას და თვლის, რომ გამოსავალი ეკონომიკის პოლიტიკური ინტერესებისგან გათავისუფლებაშია: "ყველაფერი, რაც უზრუნველყოფდა ქვეყანაში დოლარის შემოდინებას, მინიმუმზეა დასული ან საერთოდ განულებულია. აქეთ კი ლარი იბეჭდება და იბეჭდება".
34 987 ლარი პროექტირებისა და 1 612 826 ლარი კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის - ეს არის ის თანხა, რაც მერიამ 2019-20 წლებში დახარჯა პარლამენტის წინ 2 540 მ2-ის რეაბილიტაციისთვის. ინფორმაცია რადიო თავისუფლებამ თბილისის მერიისგან გამოითხოვა.
სახელმწიფო მაკონტროლებელმა აუდიტის სამსახურმა ყვარლის მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სამსახურების 2018-2019 წლების საქმიანობა შეისწავლა.
სალომე ზურაბიშვილი, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ხელმძღვანელი და მაია ქობალია, კერძო სექტორის წარმომადგენელი ლაპარაკობენ კერძო სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერებისთვის გადასადგმელ ნაბიჯებსა და საერთაშორისო ინიციატივაზე - "დავრეკოთ ზარი გენდერული თანასწორობისთვის".
ჩამოტვირთე მეტი