ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირში ელჩის თანამდებობაზე წარადგინა 75 წლის ენდრიუ პაზდერი.
ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ „ენდი წარმატებული იურისტი, ბიზნესმენი, ეკონომიკის მიმომხილველი და მწერალია“ და მნიშვნელოვან რეგიონში აშშ-ის ინტერესებს წარმატებით დაიცავს.
ენდრიუ პაზდერი 2000 წელს დაინიშნა კომპანია CKE Restaurants, Inc-ის აღმასრულებელ დირექტორად. ეს კომპანია ფლობს და მართავს სწრაფი კვების რესტორნებს, მათ შორის Carl's Jr-ს და Hardee's-ს.
ტრამპის განცხადებით, 17-წლიანი მართვის პერიოდში პაზდერმა დაძლია კომპანიის ფინანსური სირთულეები, გადაარჩინა და ფინანსურად უზრუნველყოფილ, მზარდ კომპანიად აქცია.
2017 წელს, პრეზიდენტობის პირველ ვადაში დონალდ ტრამპი ენდრიუ პაზდერის შრომის მინისტრად დანიშვნას აპირებდა. დანიშვნა ვერ შედგა პაზდერის მხრიდან ძალადობის შესახებ მისი ყოფილი ცოლის ბრალდების გამო. თავად პაზდერი ამ ბრალდებას უარყოფდა.
ფორუმი