ამ ფესტივალის შესახებ შემთხვევით გავიგე. “შინის” სრული დისკოგრაფიის ძიებისას, შემთხვევით გადავაწყდი ცნობას, რომ სექტემბრის ბოლოს, ბერლინში, ჯგუფი მონაწილეობს ფესტივალ-კონკურსში, სახელად Creole. ამ სახელის მიღმა არსებული დატვირთვა ვერაფრით ვერ დავუკავშირე “შინის” შემოქმედებით სტილს, ამიტომ უფრო ჩავუღრმავდი ამ ფესტივალს.
პირველ რიგში, აღმოჩნდა, რომ Creole მაინცდამაინც კრეოლურ მუსიკალურ კულტურას არ გულისხმობს და არის ე.წ. World Music-ის, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, გათანამედროვებული ეთნიკური მუსიკის ფესტივალი. კიდევ იმან მომხიბლა, რომ ფესტივალს პატრონობს იუნესკოს კომისია. ეს კი იმის ნიშნად მივიჩნიე, რომ წინა პლანზე წამოწეული იქნება მუსიკის ზოგადკულტურული, ისტორიული ღირებულებები, და არა მისი გასართობი ფუნქცია, ე.წ. კომერციული, “პაპსა” მხარე. ამ უკანასკნელის საუკეთესო მაგალითად კი მიმაჩნია ბრეგოვიჩ-კუსტურიცას ძალიან ნიჭიერი, მაგრამ მაინც სპეკულაცია ბალკანური მუსიკალური კულტურით.
გარდა ამისა, ფესტივალის 17 მონაწილეს შორის, “შინთან” ერთად, კიდევ ერთი ქართული ჯგუფია. რუსუდან მეიფარიანის ანსამბლი აერთიანებს კიდევ სამ წევრს - ნატალი მეიფარიანს, დავიდ შტიუცელს და გიგა ხელაიას.
“შინისა” არ იყოს, ეს ანსამბლიც გერმანიაში მოღვაწეობს და, როგორც ეტყობა, ისიც განსხვავებული მუსიკალური სტილების სინთეზზე მუშაობს. სამწუხაროდ, მათ შესახებ ინფორმაცია საქართველოში თითქმის არ მოიპოვება და, რასაც ძირითადად ვეყრდნობი, ეს არის ფესტივალისადმი მიძღვნილი ბუკლეტიდან ამოხეული ფურცელი, სადაც ანსამბლი დახასიათებულია სამი მშრალი წინადადებით. აქედან კი ის გავიგე, რომ მუსიკოსები მღერიან ფორტეპიანოს, ვიოლინოსა და ჩელოს თანხლებით და ინდური და ევროპული მუსიკალური ტრადიციების ვარირებით ქმნიან კავკასიური არქაიკის, ჯაზის, ძველისა და ახლის მიმზიდველ ნაზავს. თუმცა მათ შემოქმედებაში მაინც ქართული საწყისი დომინირებს.
რუსუდან მეიფარიანი: “მიუხედავად იმისა, რომ სამშობლოდან დიდი ხნის წამოსული ვარ, საქართველოს ლანდშაფტები, ადამიანები და ჰანგები ჩემს მუსიკაში განაგრძობენ ცხოვრებას”. პატარაობაში რუსუდანი მუსიკალურ სკოლაში მიაბარეს, რომ პიანისტი დამდგარიყო. მაგრამ მოზარდი აჯანყდა და ფორტეპიანოსა და ჩინებული ხმის მეშვეობით საკუთარი მუსიკალური ენა განავითარა. ამ აჯანყების ერთ-ერთი ეტაპის შედეგს Creole-ს დამთავრებისას შევიტყობთ.
რაც შეეხება “შინს”, ვფიქრობ მას ჩემი წარდგენა არც საქართველოში, არც გერმანიაში და არც დანარჩენ ევროპაში, არ სჭირდება. მით უმეტეს ჩვენთან: დღე არ არის, რომ საქართველოს ტელევიზიის რომელიმე არხმა მათი ჩანაწერი არ აჩვენოს. მათ მომავალ ალბომს, რომელიც ნაწილობრივ უკვე ჩაწერილია, ჰქვია Black Sea Fire და ის გააერთიანებს შავი ზღვის აუზის ქვეყნების მუსიკალურ კულტურებს. ქართველების გარდა, ჩანაწერში მონაწილეობას მიიღებენ ბულგარელი, უკრაინელი (ყირიმელი თათარი), მოლდაველი და თურქი მუსიკოსები.
ამ მულტირასობრივ და მულტიკულტურულ კონკურს-ფესტივალს ჟიურიც საერთაშორისო ჰყავს. ჰოდა, ეს ჟიური რამდენიმე დღეში გამოავლენს ფესტივალის გამარჯვებულებს, რომლებსაც ჯილდოებსაც გადასცემენ.
ახლა ამ ჟიურიზე და ჯილდოებზე ტყუილად რომ არ ვილაპარაკებდი, ალბათ ყველასათვის ცხადია. საქმე ისაა, რომ ფესტივალში კიდევ ერთი ქართველი მონაწილეობს: ფესტივალის ჯილდოების ავტორია სკულპტორი ლევან ვარდოსანიძე.
Creole-ს ორგანიზატორები ჯილდოების დამზადებაზე ტენდერის გამოცხადებას აპირებდნენ, მაგრამ ლევანის ნამუშევრები ისე მოეწონათ, რომ გადაწყვიტეს, მისი თანხმობის შემთხვევაში, ტენდერი აღარ გამოეცხადებინათ.
მუსიკის მიმართ ლევანის დიდ სიყვარულს უნდა უმადლოდენ ორგანიზატორები და მომავალი გამარჯვებულები იმას, რომ ლევანი Creole-მ მოხიბლა და სიამოვნებით დათანხმდა მათთან თანამშრომლობაზე. მან Creole-ს ახალი ჯილდოების ესკიზები შექმნა და ქანდაკებები დაამზადა.
ლევანისთვის არც მუსიკაა უცხო, არც ჯილდოების დამზადება და არც მათი მიღება. არც მისი შემოქმედებისათვისაა უცხო ჯაზისა და როკის კონკრეტული შემსრულებლების ქანდაკებები და არც ზოგადად მუსიკის ისეთი ვიზუალიზაცია, რომ ის ხელშესახები ხდება. აქედან გამომდინარე, მისი ნამუშევრები ხშირად გადაუციათ საჩუქრად სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე.
მის მიერ დამსახურებული ჯილდოებიდან კი ორი ისეთია, რომლებზეც ნებისმიერი, ყველაზე მაღალი რანგის სპორტსმენიც იოცნებებდა. ლევან ვარდოსანიძე ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორია. 2000 წლიდან აღადგინეს ძველი ტრადიცია და ოლიმპიურ თამაშებზე ხელოვნებაშიც ეჯიბრებიან ერთმანეთს. ასე რომ, 2000 წელს, სიდნეიში, ლევანის “ბეისბოლისტმა” ვერცხლის მედალი მოიპოვა, შარშან კი, ჩინეთში, “კარატისტმა” ბრინჯაო მიიღო. ეს ნამუშევრები დღეს ლოზანის ოლიმპიურ მუზეუმშია დაცული. იმის თქმა, რომ ლევანის ქანდაკებების ნახვა მთელს მსოფლიოში უამრავ გამოფენასა და გალერეაში შეიძლება, არაფერს ნიშნავს – მათ ბედნიერ მფლობელთა შორის იყვნენ დიდი ჯაზმენები: არტ ბლეიკი, სან რა და მაილს დევისი. ცხადია, იმას აუცილებლად შეგატყობინებთ, თუ ვინ გახდება მათი მფლობელი Creole-ს მეშვეობით.
ეს ყველაფერი კი იმიტომ დავწერე, რომ დიდ პატივს ვცემ ნიჭის ნებისმიერ გამოვლინებას. თანაც ამ დღეებში ახალ სატელევიზიო შოუ-სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით ისეთი დოზით ატრიალებენ უნიჭობას, რომ გადავწყვიტე, ბალანსი ასე მაინც დამეცვა.