სიზუსტის მოყვარულები შემახსენებენ - იმ დროს როცა ლევან კიტია „გზაჯვარდინს“ იღებდა (მანამდე კახა თოლორდავასთან და კოტე ჯანდიერთან ერთად ფილმის სცენარზე მუშაობდა) საქართველო ფორმალურად ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა.
21 მარტს პიტერ ბრუკს 100 წელი შეუსრულდებოდა. დიდ ბრიტანელ რეჟისორს ჯერ კიდევ 40-იანი წლების მიწურულს, როცა თავისი პირველი სპექტაკლების დადგმა დაიწყო, გაუჩნდა სურვილი, აღებეჭდა ეს წარმოდგენები ფირზე და ასეთი სახით შეენახა.
მარკო ტულიო ჯორდანას „ახალგაზრდობის საუკეთესო წლები“ უკანასკნელი ფილმი იყო, რომელიც 2005 წელს „რუსთავი 2-ის" სატელევიზიო პროგრამა „ფსიქოში“ ვუჩვენეთ.
საქართველოს კინოთეატრებში „ოსკარზე“ წარდგენილი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ფილმი უჩვენეს. თუმცა კინოაკადემიის პრემიით დაჯილდოების ცერემონიალი ისე დასრულდა, რომ ქართველმა კინოს მოყვარულმა დიდ ეკრანზე ვერ ნახა ჟაკ ოდიარის „ემილია პერესი“ და ვალტერ სალესის „მე ისევ აქ ვარ“.
ჯინ ჰეკმანის გარდაცვალებამ არაერთი მნიშვნელოვანი ამბავი გადაფარა ამერიკაში. და არა მარტო პასუხგაუცემელი კითხვების გამო, რომლებიც გაჩნდა 26 თებერვალს, როცა პოლიციამ სანტა-ფეში ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობის და მისი მეუღლის, ბეტსი არაკავას ცხედრები აღმოაჩინა.
თუკი გასული წლის სექტემბერში, ვენეციის კინოფესტივალზე ნაჩვენები „ბრუტალისტი“ საინტერესო, მაგრამ ზედმეტად პრეტენზიულ ფილმად აღიქმებოდა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ბრედი კორბეტის ეს მონუმენტური კინოფრესკა „ოსკარის“ მთავარი ფავორიტია წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში.
ამერიკის კინოაკადემიამ, რომელიც „ოსკარის“ ცერემონიისთვის ემზადება, გასულ კვირას სთხოვა ნომინანტებს თავიანთი საყვარელი ფილმები დაესახელებინათ.
წლების შემდეგ, როცა 2025 წლის ზამთარი ისტორიის კუთვნილება გახდება და დღევანდელი ახალგაზრდები საპროტესტო მარშებს გაიხსენებენ, ძალიან საინტერესო იქნება იმის გადამოწმება, თუ რას უჩვენებდნენ იმ დღეებში თბილისის კინოთეატრები, რომლებიც არ გაფიცულან.
ჩამოტვირთე მეტი