ხალხმრავალი დემონსტრაცია, მარში, საპროტესტო პერფორმანსი, აქტივიზმის ახალი, აქამდე გამოუყენებელი ფორმები - ბოლო წლებში, საქართველოში არაერთი ონლაინ, ჰორიზონტალურად ორგანიზებული ულიდერო საპროტესტო აქცია იმართება.
„ქართული ოცნება“ აბრუნებს მუხლს „სამშობლოს ღალატის“ შესახებ. მსგავსი მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2007 წელს გააუქმა, თუმცა ყველაფერი, რასაც ის ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია.
მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შევიდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ თქვენი ქმედება შეიძლება ხელს უშლიდეს სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას, შეიძლება ოთხ წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ. იურისტები კანონის ხარვეზებზე მიუთითებენ.
„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი აგრძელებს პროტესტისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავი ცვლილებების მიღებას და კვლავ დაჩქარებული წესით ამკაცრებს შემზღუდავ ნორმებს.
2024 წლის 28 ნოემბრიდან - პროევროპული აქციების დაწყებიდან დღემდე - სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის ოთხი დემონსტრანტი დააკავეს.
რადიო თავისუფლება აგრძელებს 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული დემონსტრანტების საქმეების შესწავლას. ამჯერად ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულების საქმეებზე შევაგროვეთ ინფორმაცია.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 9 ადამიანის დაკავების შესახებ გახდა მედიისთვის ცნობილი.
ამ რეპორტაჟში გიყვებით იმას, რაც რადიო თავისუფლებამ პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 დემონსტრანტის პროცესის მიმდინარეობისას სხდომათა დარბაზში და მის გარეთ, სასამართლოს დერეფნებსა თუ ეზოში მოისმინა, დაინახა და გადაიღო.
რადიო თავისუფლება აგრძელებს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეების შესწავლას და ისტორიების შეგროვებას. შევისწავლეთ 44 საქმე. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
ირაკლი კობახიძის თანახმად, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას გათავისუფლება სურდა, რაც ერთი ზარით აღკვეთა „დიპ სტეიტმა“. ეს ტერმინი, რომელიც „ოცნებას“ არ მოუგონია, აქამდე არაერთი შეთქმულების თეორიის საფუძველი გამხდარა. მოგიყვებით, საიდან მოდის და რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“.
რადიო თავისუფლებამ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულების საქმეებისა და ისტორიების შეგროვება დაიწყო.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მომდევნო ერთი კვირის მანძილზე ახალი არჩევნების შესახებ შეთანხმება უნდა შედგეს და ბიძინა ივანიშვილს მოლაპარაკებებს სთავაზობს. ამ სტატიაში აგიხსნით, როგორ შეიძლება ქვეყანა ახალ არჩევნებამდე მივიდეს.
ჩამოტვირთე მეტი