გამომცემლობა “ინტელექტმა” გასულ წელს ბესიკ ხარანაულის ორი დიდი წიგნი გამოსცა. ერთი ზაფხულისთვის გამოვიდა, 900-გვერდიანი გიგანტური ტომი, სადაც ბესიკ ხარანაულის 50 წლის მანძილზე დაწერილი ყველა მნიშვნელოვანი ლექსი შევიდა, მეორე კი წლის ბოლოს გამოიცა. ეს მისი ახალი წიგნია - “მთავარი გამთამაშებელი”, წიგნი, რომლის ჟანრის განსაზღვრაც, ბესიკ ხარანაულის წინა სამი ნაწარმოებივით, საკმაოდ რთულია.