„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გიგანტური პროექტი წამოიწყო: მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა 300 ტომად, რომლის პირველი 100 ტომი უკვე დაგეგმილი და გაწერილია და რომელიც ჰომეროსით დაწყებული, მე-17 საუკუნის დასავლური ლიტერატურით დამთავრებული პერიოდს მოიცავს.
ჩემი სტუმარი სერიის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი ემზარ გოგუაძეა:
„სერია, თავისი მასშტაბურობით, იშვიათ საგამომცემლო პროექტებს მიეკუთვნება. სამას ტომადაა გათვალისწინებული და სამ სერიადაა ჩაფიქრებული – პირველი ასეული, მეორე და მესამე. პირველი ასეული მოიცავს უძველესი დროიდან მე-18 საუკუნემდე პერიოდის მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს. კარგადაა ასევე წარმოდგენილი ძველი ქართული ლიტერატურა. იდეის ავტორი მე გახლავართ, ასევე შემდგენელი და მთავარი რედაქტორი“.
ცხადია, ძალიან ბევრი წიგნის ქართულ თარგმანს, რომელიც ამ სერიაში გამოვა, კარგად იცნობს მკითხველი, თუმცა, როგორც გამომცემლები და შემდგენლები გვპირდებიან, ახალ და უცნობ ტექსტებსაც არაერთს ვნახავთ:
„ჩვენს სერიაში გათვალისწინებულია ბევრი სიახლე, ამ სერიისთვის ბევრი ისეთი რამე ითარგმნება, რაც აქამდე არ იყო ქართულად თარგმნილი და აუცილებელია სრული პანორამა იყოს მსოფლიო ლიტერატურის და ითარგმნოს ის ძირითადი ნაწარმოებებიც. ასეთია, მაგალითად, გაიუს პეტრონიუს არბიტრის „სატირიკონი“, რომელიც გიგა ქაჯაიამ თარგმნა... ასეთი სიახლე არაერთია ჩვენს სერიაში, რომელსაც ჩვენი მკითხველი სხვადასხვა დროს მიიღებს“.
ზოგიერთი თარგმანი გადამუშავებულია და ახალი რედაქცია გაიარა:
„არის განახლებული თარგმანები, მაგალითად, აპიანეს „მითრიდატეს ომების ისტორია“, რომელიც ჩვენთვისაც ღირებულია, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიას ეხება. ხელახლა გაარედაქტირა ქალბატონი თინა ყაუხჩიშვილის შვილიშვილმა, ლევან გორდეზიანმა, და ამ სახით გამოვა ეს წიგნი, რომელიც უკვე ბიბლიოგრაფიული იშვიათობა იყო. და ჩვენ მომავალშიც ყურადღებას მივაქცევთ, რომ განახლდეს ასეთი გამოცემები“.
ამჯერად სამ ისეთ ტომზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელიც ასე, ერთად, არასდროს გამოჩენილა ქართული წიგნის მაღაზიების თაროებზე. ესქილეც, სოფოკლეც და ევრიპიდეც ძალიან ქაოსურად გამოიცემოდა მშობლიურ ენაზე. ეს გამოცემებიც ნაკლულია, რომელზეც ახლა ვწერ, არც აქაა სრულად წარმოდგენილი რომელიმე ტრაგიკოსი, მაგრამ მაინც დიდი წინსვლაა, როდესაც ერთდროულად გამოდის ეს სამი წიგნი. ესქილე გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიბეჭდა პირველად, ქუთათელაძის „მიჯაჭვული პრომეთე“, ტექსტი, რომელიც მოგვიანებით კიდევ არაერთხელ გამოიცა, შემდეგ, 1974 წელს, გამოვიდა გიგლა სარიშვილის „ორესტეა“, 1978-ში კი სრული ესქილეს ჯერი დადგა და ამით თემა, შეიძლება ითქვას, ამოიწურა. სოფოკლეს ისტორია ცოტათი განსხვავებულია, მისი მხოლოდ 3 ტრაგედიაა ქართულად თარგმნილი, თუმცა თარგმანის ისტორია უფრო შორიდან იწყება. 1912 წელს გიორგი გვაზავამ თარგმნა და შორაპნის სტამბაში დაბეჭდა „ანტიგონე“, შემდეგ, 1929 წელს, „ოიდიპოს მეფე“ იყო, რომელიც 1958-ში უკვე დავით გაჩეჩილაძის „ოიდიპოსმა“ ჩაანაცვლა და, ასევე, „ანტიგონემ“. თუმცა მანამდე პეტრე ქავთარაძესჰქონდა თარგმნილი "ოიდიპოს მეფე" და "ანტიგონე". პეტრე ქავთარაძე 1937-38 წლების სტალინური რეპრესიების მსხვერლი გახდა, რის გამოც მისი თარგმანები მხოლოდ რეაბილიტაციის შემდეგ, 1962 წელს გამოიცა. 80-იან წლებში გამოქვეყნდა გია ხომერიკის თებეს ტრაგედიები - „ოიდიპოს მეფე“, „ოიდიპოსი კოლონოსში“ და „ანტიგონე“. შეგახსენებთ, სოფოკლეს კიდევ ოთხ ტრაგედიას - „ტრაქინელ ქალებს“, „აიანტს“, „ფილოქტეტეს“ და „ელექტრას“ - ჯერ არ მიჰკარებია ქართველი მთარგმნელის ხელი. ევრიპიდეც ზუსტად ასეა, მისი მხოლოდ „მედეა“ ვიცით ქართულად, ბაჩანა ბრეგვაძის მიერ გადმოქართულებული; ზურაბ კიკნაძის „ბაკხი ქალები“, ანუ როგორც ამ ახალ ვერსიაშია, „ბაკქოსის მხევლები“, და გიგლა სარიშვილის „იფიგენია ავლისში“. სასიამოვნო სიახლე იყო ევრიპიდეს ტომში ლევან ბერძენიშვილის „ელექტრასა“ და ნანა ტონიას „ორესტეს“, ან, როგორც თავად ქალბატონი ნანა ტონია იტყოდა, „ორესტესის“ გამოჩენა. ლევან ბერძენიშვილის თარგმანს პირველად წაიკითხავთ, ნანა ტონიას თარგმანი კი შარშან გამოსცა „ლოგოსმა“.
მე მგონი, საკმარისად ვილაპარაკე ფაქტებზე. ახლა, მოდით, თავად ავტორებს მივხედოთ და ძალიან მოკლედ მიმოვიხილოთ მსოფლიო დრამის ამ სამი ფუძემდებლის შემოქმედება. დავიწყოთ ესქილეთი, ვის ტრაგედიებშიც მოქმედება, დრამატურგიული ხაზი, სხვა ტრაგიკოსებთან შედარებით, უბრალოა, ძირითად ეფექტს დაძაბულობის ინტენსივობის ზრდა იწვევს და არა ახალი დრამატურგიული სვლები. იგი ჯერ კიდევ ახლოსაა ტრაგედიის საწყისებთან, მელოსთან, ლირიკასთან. სწორედ ამიტომაა, რომ მისი ქოროს პარტიები ძალზე დატვირთულია შინაარსობრივად და თემატურად. როგორც ამბობენ, იგი პირველი იყო, ვინც ე.წ. სპეცეფექტები შემოიღო, სცენის მანქანები, რომელიც ევრიპიდესთან კიდევ უფრო დაიხვეწა და სხვა სიმაღლეზე ავიდა.
ზოგიერთი ავტორი ვარაუდობს, რომ ესქილეს თეატრი ძალზე ეფექტური და მრავალფეროვანი იყო გარეგნული თვალსაზრისით. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ესქილეს ენა, რთული, არქაიზმებით სავსე მეტყველება. მისი ეს მაღალი სტილი, ენობრივი სიდარბაისლე თარგმანის დროსაც გარკვეულ სირთულეებს აჩენს, თუმცა ყველა ენაზე კარგი მთარგმნელი თავისებურ ეკვივალენტს უძებნის ხოლმე ამ მძიმე ენას. აქ ბევრია ალიტერაციები, ავტორი ხშირად მიმართავს ეპითეტებს, უფრო და უფრო აზუსტებს სათქმელს ამ მეტაფორული გამეორებებით, ცდილობს მაქსიმალურად ამოწუროს საგნის მხატვრული შესატყვისები, იგი ხშირად ახალ სიტყვებსაც აწარმოებს, ქმნის კომპოზიტებს, რითაც მაქსიმალურად შორდება სალაპარაკო ენას.
სოფოკლესთან ტრაგედიის გმირების განკაცება, გაადამიანურებაა ყველაზე მთავარი, რეალობასთან მისი დაახლოება. სოფოკლემ დეტალებსაც მიაქცია ყურადღება, ხასიათები გამოკვეთა, განსხვავებით ესქილესგან, რომელიც ერთი-ორი მძიმე მონასმით ხატავდა გმირს. ხშირად დრამის მთელი მოქმედება მხოლოდ სულიერ განცდებზე დაიყვანება. გრიგოლ წერეთელი წერს თავის შესანიშნავ სახელმძღვანელოში, „ბერძნული ლიტერატურის ისტორია“, „... სოფოკლე საერთოდ ჰბაძავს ჰომეროსს, ჰბაძავს მას თავისი ტრაგედიების საერთო ტონითაც. ხოლო წინააღმდეგ ესქილესი, სოფოკლეს გული უფრო აღნაგობით ნაზი „ოდისეისაკენ“ მიუწევს, ვიდრე გრძნობებითა და დეტალებით შმაგი „ილიადასკენ““. მასთან ჩნდება თანადროული თემებიც, თემები, რომლებმაც, რა თქმა უნდა, ატიკურ კომედიაში მიაღწია მწვერვალს. სხვათა შორის, იგივე გრიგოლ წერეთელი წერდა სოფოკლეზე, მან „ტრაგედია სინამდვილეს დაუახლოვა და მის დითირამბულ ზვიადობას ბოლო მოუღოო“.
რაც შეეხება ევრიპიდეს, იგი კრიტიკოსია - რელიგიური შეხედულებებით დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული, ყველა საჭირბოროტო თემას ეხმიანება. მას პირდაპირ აკავშირებენ სოფისტიკასთან. ევრიპიდე სკეპტიკოსია, მასთან იკარგება ის სიდიადე, რაც ესქილეს გმირებს და, ნაწილობრივ, სოფოკლეს შემოქმედებასაც ახასიათებს. ზოგიერთი ტრაგედია პირდაპირ კონკრეტულ პოლიტიკურ მოვლენებს ეძღვნება, მნიშვნელოვანია სოციალური ხაზიც.
ცნობილია არისტოტელეს „პოეტიკაში“ დამოწმებული სოფოკლეს სიტყვები: „მე ვცდილობ ადამიანები ისეთებად გამოვხატო, როგორებიც უნდა იყვნენ ისინი, ევრიპიდე კი ისეთებად ხატავს, როგორნიც არიან ისინი“. ევრიპიდე დრამის კიდევ ერთი რეფორმატორი იყო, მან შეცვალა ტრაგედიის სტრუქტურა, შემოიტანა გარკვეული ხერხები, რომლებიც მანამდე არ იყო დრამაში. შეცვალა ქოროს ფუნქცია. ხშირად ამოიკითხავთ სპეციალურ თუ პოპულარულ ლიტერატურაში, რომ ევრიპიდე სცენების დიდოსტატი იყო. ზოგჯერ ეს სცენები ერთმანეთთან შეიძლება ვერ იყოს კარგად დაკავშირებული, მაგრამ, სამაგიეროდ, ისინი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებენ. იგი სიუჟეტსაც ართულებს, მეტი დრამატურგიული სვლებით სარგებლობს, ხოლო რაც შეეხება მის ენას, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს – ევრიპიდეს ენა სხარტია, სადაა და, იმავდროულად, ხატოვანიცაა, ზუსტიცაა და ხშირად იგი გრძელ აღწერებსაც მიმართავს. ერთი სიტყვით, ევრიპიდეს ენა ძალზე მოძრავი და ცვალებადი ენაა, მოუხელთებელი.
დანარჩენი თავად შეგიძლიათ ნახოთ და წაიკითხოთ. უბრალოდ, ერთ პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ: ძველ ბერძნულ ტრაგედიას ორჯერ ზედიზედ წაკითხვა უხდება, თანაც კარგია, როდესაც ქართულ თარგმანს დედანს ან სხვა ენებზე თარგმანებს ადარებთ.