გამომცემლობა „ინტელექტმა“ ნობელიანტების სერიაში კიდევ ერთი პოეტი-ლაურეატის, ვისლავა შიმბორსკას, ლექსების კრებული გამოსცა.
ამ შესანიშნავ პოეტს ქართულად ჯერ კიდევ 70-იან წლებში თარგმნიდნენ. 1975 წელს “საუნჯეში” გამოქვეყნდა მიხეილ ქვლივიძის მიერ თარგმნილი ლექსები, შემდეგ, 1980 წელს, გივი ალხაზიშვილის მიერ გადმოქართულებული შიმბორსკა. მოგვიანებით ამას მოჰყვა 1985 წლის პუბლიკაციებიც. 1996-ში “არილში” ჯერ მის ნობელს მივუძღვენით პატარა პუბლიკაცია, შემდეგ კი, 1997-ში, მიხეილ ქვლივიძის მიერ თარგმნილი ახალი ლექსები დავბეჭდეთ.
1999 წელს გამომცემლობა “მერანმა” წიგნადაც დაბეჭდა შიმბორსკას ლექსები, 2003 წელს კი მარიამ ფილინამ უფრო ვრცელ კრებულში მოუყარა თავი ყველაფერს, რაც ამ პოეტისა ითარგმნა ქართულ ენაზე. სხვათა შორის, შესაძლოა წიგნმა თავად შიმბორსკამდეც ჩააღწია, რადგან ამ ბოლო გამოცემის ინიციატორი საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი "Polonia" იყო.
დღეისათვის შიმბორსკას ერთ-ერთი მთარგმნელი, გივი ალხაზიშვილი, მოვიწვიე. მან ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც პირველად თარგმნა მისი ლექსები:
„ეს ის დროა, როცა მე „ცისკარში“ ვმუშაობდი. ცისკარი და მხატვრული თარგმანის კოლეგია ერთ შენობაში იყვნენ, მეზობლად, და იქ გვყავდა მეგობრები, კოლეგები, მათ შორის, ნათელა გავაშელი, რომელიც გახლავთ პოლონური ლიტერატურის შესანიშნავი მთარგმნელი. და მან მირჩია ვისლავა შიმბორსკა მეთარგმნა. მაშინ ვისლავა შიმბორსკა ვიცოდი ანა ახმატოვას თარგმანებით, მას ჰქონდა რამდენიმე ლექსი თარგმნილი თავის დროზე... მოკლედ, ნათელა გავაშელის მეშვეობით, მისი ბწკარედის მეშვეობით შევუდექი თარგმნას. თუმცა მერე, მოგვიანებით, გაირკვა, რომ დამოუკიდებლად თარგმნიდა შიმბორსკას მიშა ქვლივიძე“.
გივი ალხაზიშვილმა ის გამოცემებიც გაიხსენა, რომლებზეც ზემოთაც ვთქვი:
„მერე, როდესაც მე გამომცემლობაში ვიყავი, მოგვიწია ამ წიგნის გამოცემა, მე, პირველ რიგში, გამოვეცი ეს წიგნი მსოფლიო პოეზიის ბიბლიოთეკის სერიით, სადაც გამოვიდა მაშინ სილვია პლათი, თრაკლი და სხვ. და გამოვეცით ვისლავა შიმბორსკაც და მიშას და ჩემი თარგმანიც შევიდა ამ წიგნში. მონაწილეობდა ამ გამოცემაში ჯერ მარტო „მერანი“, ხოლო შემდეგ მოხდა განმეორებითი გამოცემაც. პოლონეთის საელჩომ მოისურვა ამის გაკეთება. ეს უკვე მესამე გამოცემაა, ოღონდ უფრო სრული, იმიტომ რომ მთარგმნელიც მეტია, ჟანრობრივადაც სხვადასხვაა, იმიტომ რომ, როგორც შენ თქვი, წიგნის ბოლოსკენ მცირე პროზაცაა დართული, თავშიც წინასიტყვაობა უძღვის... მოკლედ, ძალიან კარგი წიგნია“.
ამ კრებულში შიმბორსკას თარგმნის სრული სურათია მოცემული, 70-იანი წლებიდან დღემდე, და მიხეილ ქვლივიძისა და გივი ალხაზიშვილის თარგმანების გარდა, ნათელა გავაშელის, გია ჯოხაძისა და ირაკლი ლომოურის თარგმანებსაც ნახავთ აქ.
ამ მთარგმნელთა მიერ შესრულებული ტექსტები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ყველა, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისკენ ექაჩება პოეტს, განსაკუთრებით პოეტების მიხეილ ქვლივიძისა და გივი ალხაზიშვილის თარგმანებში იგრძნობა ეს სილაღე და ყველა ამ თარგმანში სრულიად განსხვავებული შიმბორსკა წარმოგვიდგება. ზოგიერთი ლექსის ორი ვერსიაა შესული კრებულში - ძველი და შედარებით ახალი თარგმანი, ზოგიერთი ლექსი სულაც ამოვარდნილია საერთო კონტექსტიდან და ნამდვილად არ იფიქრებ, რომ ეს ლექსი შიმბორსკას ეკუთვნის.
არ ვიცი, რისი ბრალია, შეიძლება იმის, რომ ქართველ მთარგმნელებს ბოლომდე არ გამოსდით ეს ინტონაციები, შიმბორსკას ეს ირონიული, გრილი ფილოსოფია, მსუბუქი სიღრმე თუ რაღაც ამდაგვარი. სამწუხაროდ, ქართულ თარგმანში ხშირად ბოლომდე არ იკითხება პოეტის სიმახვილე, თუმცა პოეზიის გამოცდილი მკითხველი აუცილებლად ამოიკითხავს ქართულ შიმბორსკაში იმ ბასრ აზრებს, რომელიც შეიძლება დედანში უფრო მწვავედ ჟღერდეს.
გივი ალხაზიშვილმა შიმბორსკას სტილის დასახასიათებლად ჩესლავ მილოშის სიტყვები დაიმოწმა:
„ყველაზე დამახასიათებელი რამე თუ გვინდა ვთქვათ ვისლავა შიმბორსკაზე, როგორც პოეტზე, ალბათ, ჯობია ისევ მილოში გავიმეოროთ, იმიტომ რომ ძალიან ზუსტად თქვა. ვისლავა შიმბორსკა ჩვენი საერთო, ზოგადი ცოდნის ბურთულებით ჟონგლიორობსო, ანუ აქ საუბარია ე.წ. ინტელექტუალურ პოეზიაზე, რომელიც აღჭურვილია გარკვეული სკეპტიციზმით, ირონიით და, ამავე დროს, მთავარი ტროპი კი არ არის, არამედ აბსოლუტურად სხვა საყრდენები, არა პროსოდია ან სინტაგმები, არამედ, ელემენტარულად, ცოდნის ბურთულები, სადაც კიდევ სხვა მეთოდების დახმარებით იქმნება პოეზია“.
ჩემმა რესპონდენტმა ზემოთ სკეფსისი ახსენა და შიმბორსკას შემთხვევაში ამ სკეფსისს, პირველ რიგში, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაღაცები ეწირება. პოეტს ყოველთვის ეეჭვება, რაღაც ძალიან უმნიშვნელო უფრო მნიშვნელოვანი ხომ არაა, ვიდრე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.
შიმბორსკასთან ხშირია ფორმულები, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, იგი ლექსისთვის ხშირად ირჩევს ხოლმე გარკვეულ ერთიან ჩარჩოს და იწყებს ამ ჩარჩოს შევსებას, ზოგჯერ ეს ფორმულები ლექსის ბოლომდე გრძელდება, ზოგჯერ კი ამ ფორმულების დეკონსტრუირებასაც ახდენს პოეტი. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ მისი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსი „შესაძლებლობანი“:
“მირჩევნია ჩემს თავს, კაცობრიობაზე შეყვარებულს, / ჩემი თავი – ადამიანის მოყვარული... მირჩევნია სასაცილო ვიყო, როდესაც ლექსს ვწერ, / ვიდრე სასაცილო ვიყო, როდესაც ლექსს არ ვწერ. / სიყვარულის მრგვალი თარიღების აღნიშვნას / მირჩევნია ყოველდღე ვზეიმობდე სიყვარულს. / მირჩევნია გარდაცვლილთა სულების საიუბილეო გახსენებას / ყოველდღე მახსოვდეს ისინი... / პრაქტიკული სიკეთე მირჩევნია / მეტისმეტი ნდობით თვალახვეულ სიკეთეს. / მირჩევნია დედამიწა სამოქალაქო ტანსაცმელში. / მირჩევნია დაპყრობილი ქვეყნები დამპყრობ სახელმწიფოებს... / მირჩევნია ქაოსის ჯოჯოხეთი წესრიგის ქაოსს. / მირჩევნია ძმები გრიმების ზღაპრები გაზეთის მოწინავეებს. / მირჩევნია გაფოთლილი ტოტები უფოთლო ყვავილებს... / მირჩევნია ცალკე აღებული ნულები - / ნებისმიერი ციფრის უკან ჩამწკრივებულ ნულებს. / მირჩევნია მწერების ასაკი ვარსკვლავთა ასაკს...”
ვისლავა შიმბორსკა, პირველ რიგში, თავის ნაწერებს აფასებდა სკეპტიკურად და მიაჩნდა, რომ ნაჩქარევად წერდა რაღაცებს, რაც, რა თქმა უნდა, ზედმეტი თავმდაბლობაა, თუმცა ამ „თავმდაბლობამ“ ასეთი შესანიშნავი სიტყვები ათქმევინა პოეტს: „რა ხანია ამაზე მინდოდა დამეწერა, / მაგრამ თემაა რთული, / შემდეგისთვის გადადებული, / უკეთეს პოეტს რომ იმსახურებს, / სამყაროსაგან ჩემზე მეტად განცვიფრებულს. / მაგრამ დრო მაჩქარებს და ვწერ“.
დაბოლოს, კიდევ ერთი სტრიქონი:
„დიადო კითხვებო, მაპატიეთ მდარე პასუხები“.