მართალია, 2024 წელს შემცირდა ევროპიდან და მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა, მაგრამ ტურისტების რაოდენობა და შემოსავლები მაინც გაზრდილია. ამას ხსნიან სტუმრების გაზრდილი ნაკადით ისრაელიდან, საუდის არაბეთიდან, ინდოეთიდან, ირანიდან და ჩინეთიდან.
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად რადიო თავისუფლების (რთე/რთ) გრანტის შეწყვეტის შემდეგ, კომპანიამ სასამართლო დავა დაიწყო, ევროპული ქვეყნების ნაწილი ალტერნატიული დაფინანსების მოძიებაზე მსჯელობს. გიყვებით, რა ხდება ამერიკის მიერ წლების განმავლობაში დაფინანსებული მედიაორგანიზაციების თავს.
დაძაბული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა იზრდება. ზოგიერთი ინდიკატორი მომხმარებლების პესიმიზმზე მიუთითებს, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყანამ ეკონომიკური კრიზისი თავიდან აირიდა.
ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა 30-დღიან ზავზე თანახმაა. აშშ ახლა ამბობს, რომ ჯერი რუსეთზეა, თუმცა კრემლი ჯერჯერობით თავს იკავებს მკაფიო პოზიციის გამოხატვისგან. პარალელურად, ევროპელი ლიდერები მსჯელობენ უკრაინის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
გასული ოთხი დღის განმავლობაში სირია კვლავ არეულობამ მოიცვა. ქვეყნის დასავლეთით, სადაც ისლამური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები, ალავიტები ცხოვრობენ, შეიარაღებულ დაპირისპირებას უკვე ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. სირიის ახალი მთავრობა სისხლის ღვრაში „ასადის ნარჩენებს“ ადანაშაულებს.
6 მარტს ბრიუსელში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა იქ ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს და თავდაცვის ხარჯების ზრდაზე შეთანხმდნენ. პარალელურად მაკრონი ევროპელებს ატომურ თავდაცვას სთავაზობს და გერმანია სამხედრო ხარჯებს ზრდის.
ექსპერტებმა უკრაინისთვის დადებითად შეაფასეს სიტყვა, რომლითაც დონალდ ტრამპმა 4 მარტს კონგრესს მიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკის გაგზავნილი წერილი წაიკითხა. მაგრამ ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარებასთან ერთად, სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაც შეუწყვიტა.
დონალდ ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა. 2022 წლის შემდეგ აშშ უკრაინის ყველაზე მსხვილი დონორი იყო. ვითარების სიმძიმის მიუხედავად, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინა ამ ეტაპზე ბრძოლის გაგრძელებას შეძლებს. ბევრია დამოკიდებული იმაზეც, რას იზამს ევროპა უკრაინის დახმარებლად.
დონალდ ტრამპთან საჯაროდ კამათის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი ლონდონში დაჯდა, სადაც ოკეანის მეორე მხარისგან განსხვავებით, პატივით მიიღეს. დახმარების გაგრძელების მიუხედავად, ევროპელი ლიდერები ზელენსკის მოუწოდებენ, აშშ-სთან ურთიერთობა გამოასწოროს.
გერმანიის განათლების სამინისტრო აჩერებს საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობას. გერმანიის საელჩო თავს იკავებს იმის დაზუსტებისგან, კერძოდ რა პროგრამებს შეიძლება შეექმნას საფრთხე, თუმცა განმარტავს, რომ სტუდენტების გაცვლა გაგრძელდება.
დეკემბრის ბოლოს, აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს, სავარაუდოდ, ბომბის ნამსხვრევი მოხვდა, რის გამოც ავარიულად დაჯდომა მოუწია. 38 მგზავრი ვერ გადარჩა. იმ მიმართულებით, სადაც კატასტროფა მოხდა, საქართველოდანაც არაერთი რეისი სრულდება.
„ქართული ოცნება“ აბრუნებს მუხლს „სამშობლოს ღალატის“ შესახებ. მსგავსი მუხლი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2007 წელს გააუქმა, თუმცა ყველაფერი, რასაც ის ითვალისწინებდა, კვლავინდებურად დასჯადია.
გასულ კვირას ექვსმა ევროპარლამენტარმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუცია წარადგინა, რომელიც ევროპარლამენტმა არ მიიღო. „ოცნების“ მხარდამჭერი რეზოლუციის ავტორები და მათი პარტიები არ მალავენ პრორუსულ პოზიციებს.
ირაკლი კობახიძე ახლა დუბაიშია. 2024 წლის არჩევნების მერე ის უკვე მეშვიდე საერთაშორისო ვიზიტს მართავს. სად მიდიოდნენ ამ დროს მისი წინამორბედები?
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ იანვრის ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა გახანგრძლივებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
მთავრობის დადგენილებით, სტრატეგიული ობიექტების ჩამონათვალში შევიდა საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები. თუ პოლიცია ჩათვლის, რომ თქვენი ქმედება შეიძლება ხელს უშლიდეს სტრატეგიული ობიექტის ფუნქციონირებას, შეიძლება ოთხ წლამდე პატიმრობა დაგემუქროთ. იურისტები კანონის ხარვეზებზე მიუთითებენ.
"ქართული ოცნება" ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობას წყვეტს. მოგიყვებით, რას ნიშნავს ეს.
„ქართული ოცნების” სამთავრობო დელეგაცია აბუ-დაბიდან კმაყოფილი ბრუნდება - მათ ადგილობრივ მმართველებთან ხელი მოაწერეს მემორანდუმს $6-მილიარდიანი „მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტის“ შესახებ, რომლის დეტალებიც უცნობი რჩება.
სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის საერთაშორისო ლეგიტიმაციაც რამდენიმე თვეა სადავო საკითხად რჩება.
ირაკლი კობახიძის თანახმად, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას გათავისუფლება სურდა, რაც ერთი ზარით აღკვეთა „დიპ სტეიტმა“. ეს ტერმინი, რომელიც „ოცნებას“ არ მოუგონია, აქამდე არაერთი შეთქმულების თეორიის საფუძველი გამხდარა. მოგიყვებით, საიდან მოდის და რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“.
ჩამოტვირთე მეტი