რუსული ძალები დონბასში ქალაქ პოკროვსკს უახლოვდებიან - არადა, უკრაინის ჯარების მთავარსარდალი რამდენიმე დღით ადრე ამბობდა, რომ ამ მიმართულებით ვითარება დასტაბილურებული იყო. გერმანიის კანცლერმა რუსეთის მონაწილეობით შესაძლო „მშვიდობის კონფერენციის“ შესახებ დაიწყო საუბარი.
საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, სანამ არ გაუქმდება „აგენტების კანონი“ და არ შესრულდება ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია - ეს არის გერმანიის სამთავრობო კოალიციისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა დელეგაციის მთავარი გზავნილი.
საქართველო უნდა მოუფრთხილდეს, რასაც ევროკავშირთან მიაღწია - წინააღმდეგ შემთხვევაში, უკან დაბრუნება არც ისეთი იოლი იქნება, ეუბნება რადიო თავისუფლებას გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი.
3 ნოემბერს, საქართველოში გასამართი არჩევნებიდან 9 დღეში, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ჩატარდება არჩევნები - ამერიკელები აირჩევენ პრეზიდენტს, სენატის მესამედსა და წარმომადგენელთა პალატის სრულ შემადგენლობას.
საქართველოს ისტორიაში პირველად, 2024 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ამ სტატიაში მოგიყვებით, რას ნიშნავს ეს და რატომაა მნიშვნელოვანი.
ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, შესაძლოა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების სურვილი იყოს. თეოლოგები და სასულიერო პირები კი ფიქრობენ, რომ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ეკლესიის დაასუსტებს და არა პირიქით.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე, მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება არა ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრა, არამედ ყოფილი მმართველი პარტიის და მასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ოპოზიციური პარტიების აკრძალვაა.
“ქართული ოცნება” ამომრჩეველს არჩევნებზე “ქუდზე კაცის” მისვლას საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მანდატების მისაღებად სთხოვს. მმართველი პარტია, რომელიც ხელისუფლებაშია 2012 წლიდან, სამ მიზეზს ასახელებს, რომელთა გამოც სურს კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების შეტანა.
კურსკის მოულოდნელი ოპერაციის დაწყებიდან ორი კვირის თავზე უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე პოზიციებს ამაგრებენ.
„სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ კვლევიდან ვლინდება, რომ იმ ფონზე, როცა დასავლელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას ევრო-ატლანტიკური საგარეო ორიენტაციიდან გადახვევას ედავებიან, „ქართული ოცნების“ დეპუტატები და მათი ოჯახის წევრები აგრძელებენ დასავლური მატერიალური სიკეთეებით სარგებლობას.
უკრაინის მოულოდნელი იერიშის დაწყების მეორე დღეს რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო სარდლობა ამტკიცებდა, რომ უკრაინელების წინსვლა შეაჩერეს, თუმცა ახლა საპირისპიროს აღიარება უწევთ. შენელებული წინსვლის მიუხედავად, უკრაინა კურსკის რეგიონში პოზიციებს აძლიერებს.
თბილისში ჩამოსულმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა, დემოკრატმა სენატორმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.
უკრაინაში მიმდინარე ომმა, სრულიად მოულოდნელად, რუსეთის ტერიტორიაზე გადაინაცვლა. კურსკის ოლქში უკრაინელები მეოთხე დღეა, წინ მიიწევენ, თუმცა ბუნდოვანია, რა გაგრძელება ექნება უკრაინელების ყველაზე დიდ სიურპრიზს ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ამ სტატიაში ნახავთ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გამართული ყველა საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
ორკვირიანი განხილვის შემდეგ კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინა. დემოკრატიული პარტიის კანდიდატის მეწყვილე ტიმ უოლზი იქნება - მინესოტის 60 წლის გუბერნატორი.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკით საქართველოს დასავლელი პარტნიორების უკმაყოფილებამ მატერიალური შედეგის გამოღება დაიწყო - ისინი საქართველოს ბიუჯეტს დაფინანსებას უწყვეტენ. რა გავლენა ექნება ამას ჩვენზე?
საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე განხეთქილებაა ოპოზიციურ პარტია "ევროპულ საქართველოში". ჯერჯერობით უცნობია, რა გზას აირჩევენ როგორც წამოსული, ისე პარტიაში დარჩენილები წევრები.
სულ რამდენიმე საათი იყო გასული ისრაელის მიერ ბეირუთის დაბომბვიდან, რომელსაც ჰეზბოლას ერთ-ერთი ლიდერი ემსხვერპლა, როცა გაირკვა, რომ თეირანში ჰამასის ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. ახლო აღმოსავლეთი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ფართო რეგიონული ომის ზღვარს.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე დემოკრატიულმა პარტიამ კანდიდატი შეცვალა - ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს კონკურენტი არ გამოუჩნდა. ვინ არის ის და შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპის დამარცხებას ნოემბერში?
ჯო ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი აღარ იქნება. ეს ცნობილი გახდა 21 ივლისს, X-ზე გამოქვეყნებული განცხადებიდან, რომელიც 81 წლის პრეზიდენტზე თანაპარტიელების რამდენიმეკვირიან წნეხს მოჰყვა. ვინ გახდება დემოკრატების ახალი კანდიდატი და მოახერხებს თუ არა ის დონალდ ტრამპის მეტოქეობას?
ჩამოტვირთე მეტი