მთავარმა პროკურატურამ ე.წ. მუხროვანის ამბოხების საქმესთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 იანვარს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კადრები, სადაც იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ”ორ გვამს” ითხოვს. ”ნაციონალური მოძრაობა” პოლიტიკურ დევნასა და რუსულ კვალზე ამახვილებს ყურადღებას. პოლიტიკური ოპონენტები და სამოქალაქო სექტორი კი საქმის სასწრაფო გამოძიებასა და დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ.
31 იანვარს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმედიანი განწყობით გამოცხადდა რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაური ლევან ამირიძე, რომელსაც 2010 წლის 11 იანვარს სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა. ის ამ დღეებში უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ 2009 წლის 5 მაისს სამხედრო მაღალჩინოსნებს არა მაშინდელი ხელისუფლების დამხობა, არამედ თანამდებობების დატოვება სურდათ, რადგანაც ხელისუფალთა პოლიტიკურ მიზნებს არ იზიარებდნენ, თუმცა მათ საჯაროდ ამის თქმაც კი არ დასცალდათ. ლევან ამირიძისთვის სრული აბსურდია ისტორია ორი რუსი მრჩევლის გვამების თაობაზე, რის შესახებაც განცხადება ვანო მერაბიშვილმა 30 იანვარს გააკეთა:
”სიმართლე დამტკიცდება, გაირკვევა, რომ ჩვენ, უდანაშაულო ხალხი, დაგვხვრიტეს არაფრის გულისთვის... ჩვენთან რომ რუსული კვალი ყოფილიყო და მართლა ამბოხება ყოფილიყო, ეს ცუდად დამთავრდებოდა მერაბიშვილისთვის”.
ლევან ამირიძე მძიმედ დაიჭრა 2009 წლის 21 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. მასთან ერთად 31 იანვარს პროკურატურაში დაბარებული იყო ასევე მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული, 2009 წლის 21 მაისის სპეცოპერაციის დროს ასევე მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი კობა ოთანაძე, რომელსაც 29 წელი ჰქონდა მისჯილი. იმის გამო, რომ გია კრიალაშვილი ამ სპეცოპერაციას ემსხვერპლა, პროკურატურაში დაზარალებულის სტატუსით დაბარებული იყო მისი და ლია კრიალაშვილი.
მას შემდეგ, რაც ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხოვნილ ”ორ გვამში” ოთანაძე და კრიალაშვილი იგულისხმებოდნენ. იმას, რომ ამ კონტექსტში მერაბიშვილი სწორედ ამბოხებაში ბრალდებულ პირებს გულისხმობდა, 30 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობის” არაერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით თავად მერაბიშვილმა თანაპარტიელების ნათქვამს ხაზი გადაუსვა და განმარტა, რომ ის იმ რუსი მრჩევლების გვამების მოტანას ითხოვდა, რომლებიც, კვალის დაფარვის მიზნით, ”შეთქმულების ორგანიზატორებმა” დახოცეს. ამ ვერსიას ყოვლად უსაფუძვლოდ მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი:
”თითონ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც წინა ხელისუფლება თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა და განაჩენები, სავარაუდოდ, წინასწარ იყო განსაზღვრული, ვისთვის რამდენი უნდა მიეცათ, იმ სასამართლომაც კი ვერ დაადგინა რუსული კვალი... პოლიტიკურ ნაწილში ვეკითხები დღეს უმცირესობას, ემიჯნებიან თუ არა ისინი ვანო მერაბიშვილის განცხადებას ”ორი ტრუპის” საჭიროების შესახებ”.
”ნაციონალური მოძრაობა”, ცხადია, არ ემიჯნება არც ვანო მერაბიშვილს და არც მის განცხადებებს. პირიქით, 31 იანვარს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდა საუბარი როგორც რუსული კვალის არსებობაზე მუხროვანის მოვლენების ფარგლებში, ასევე ოპონენტების პოლიტიკურ დევნაზე. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი გარკვეულ ეჭვებს ვიდეოჩანაწერის გავრცელებასაც უკავშირებს:
”ჩემი აზრით, არის სერიოზული სამსახურებრივი დანაშაული. სხვაგვარად, ახლა, ჟურნალისტები ამ მასალას ვერ მოიპოვებდნენ. ვიღაცამ მოქმედი ჩინოსნებიდან ამ ყველაფრის გამოყენება სცადა და სპეცოპერაციის კადრების გამოყენება სცადა, გასაგებია, რისთვის - პოლიტიკური დევნისთვის... პოლტიკურად ფონი ისეთი იყო, რომ ”ГРУ”-ს მონაწილეობის გამორიცხვა კი არა, დიდი ალბათობით, მონაწილეობა უნდა ვივარაუდოთ”.
”რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების უფლება, როცა ამის აუცილებლობა არსებობს... მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს არა აქვს უფლება მოითხოვოს ადამიანების ლიკვიდაცია”, - განაცხადა 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ. მანამდე ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ივანე მერაბიშვილის მიერ სპეცრაზმელებისათვის მიცემული დავალება ორი გვამის მოტანის თაობაზე ”აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს”. თუმცა კახა კოჟორიძე თვლის, რომ გამოძიება ამ ფრაზას უნდა გასცდეს:
”მხოლოდ ამ ფრაზაში რა დანაშაულის ნიშნებია, ამაზე კი არ უნდა დაფიქრდეს გამოძიება, არამედ სხვა რაიმე ქმედება იყო თუ არა ისეთი, რაც ასევე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის მხრიდან, არამედ იქ მყოფი სხვა პირების მხრიდანაც”.
ყველა შესაძლო დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით, 31 იანვარს საპროტესტო აქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისთანაც გაიმართა. აქციის მონაწილეებმა, ძირითადად პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირებმა, პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენაც მოუწოდეს.
30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტსივრცეში გამოჩენილი ვიდეოჩანაწერის საფუძველზე გამოძიება დაიწყო მთავარმა პროკურატურამ.
”ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მთავარი პროკურატურა, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია”, - ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
31 იანვარს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმედიანი განწყობით გამოცხადდა რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაური ლევან ამირიძე, რომელსაც 2010 წლის 11 იანვარს სასამართლომ 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა და მისი გათავისუფლება მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მოხერხდა. ის ამ დღეებში უკვე მერამდენედ იმეორებს, რომ 2009 წლის 5 მაისს სამხედრო მაღალჩინოსნებს არა მაშინდელი ხელისუფლების დამხობა, არამედ თანამდებობების დატოვება სურდათ, რადგანაც ხელისუფალთა პოლიტიკურ მიზნებს არ იზიარებდნენ, თუმცა მათ საჯაროდ ამის თქმაც კი არ დასცალდათ. ლევან ამირიძისთვის სრული აბსურდია ისტორია ორი რუსი მრჩევლის გვამების თაობაზე, რის შესახებაც განცხადება ვანო მერაბიშვილმა 30 იანვარს გააკეთა:
”სიმართლე დამტკიცდება, გაირკვევა, რომ ჩვენ, უდანაშაულო ხალხი, დაგვხვრიტეს არაფრის გულისთვის... ჩვენთან რომ რუსული კვალი ყოფილიყო და მართლა ამბოხება ყოფილიყო, ეს ცუდად დამთავრდებოდა მერაბიშვილისთვის”.
თითონ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც წინა ხელისუფლება თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა და განაჩენები, სავარაუდოდ, წინასწარ იყო განსაზღვრული, ვისთვის რამდენი უნდა მიეცათ, იმ სასამართლომაც კი ვერ დაადგინა რუსული კვალი...ირაკლი სესიაშვილი
მას შემდეგ, რაც ვიდეოჩანაწერი გავრცელდა, ბევრს გაუჩნდა ეჭვი, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხოვნილ ”ორ გვამში” ოთანაძე და კრიალაშვილი იგულისხმებოდნენ. იმას, რომ ამ კონტექსტში მერაბიშვილი სწორედ ამბოხებაში ბრალდებულ პირებს გულისხმობდა, 30 იანვარს ”ნაციონალური მოძრაობის” არაერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით თავად მერაბიშვილმა თანაპარტიელების ნათქვამს ხაზი გადაუსვა და განმარტა, რომ ის იმ რუსი მრჩევლების გვამების მოტანას ითხოვდა, რომლებიც, კვალის დაფარვის მიზნით, ”შეთქმულების ორგანიზატორებმა” დახოცეს. ამ ვერსიას ყოვლად უსაფუძვლოდ მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი:
”თითონ იმ სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც წინა ხელისუფლება თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა და განაჩენები, სავარაუდოდ, წინასწარ იყო განსაზღვრული, ვისთვის რამდენი უნდა მიეცათ, იმ სასამართლომაც კი ვერ დაადგინა რუსული კვალი... პოლიტიკურ ნაწილში ვეკითხები დღეს უმცირესობას, ემიჯნებიან თუ არა ისინი ვანო მერაბიშვილის განცხადებას ”ორი ტრუპის” საჭიროების შესახებ”.
რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების უფლება, როცა ამის აუცილებლობა არსებობს... მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს არა აქვს უფლება მოითხოვოს ადამიანების ლიკვიდაცია...კახა კოჟორიძე
”ჩემი აზრით, არის სერიოზული სამსახურებრივი დანაშაული. სხვაგვარად, ახლა, ჟურნალისტები ამ მასალას ვერ მოიპოვებდნენ. ვიღაცამ მოქმედი ჩინოსნებიდან ამ ყველაფრის გამოყენება სცადა და სპეცოპერაციის კადრების გამოყენება სცადა, გასაგებია, რისთვის - პოლიტიკური დევნისთვის... პოლტიკურად ფონი ისეთი იყო, რომ ”ГРУ”-ს მონაწილეობის გამორიცხვა კი არა, დიდი ალბათობით, მონაწილეობა უნდა ვივარაუდოთ”.
”რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს სპეცოპერაციის დაგეგმვის და განხორციელების უფლება, როცა ამის აუცილებლობა არსებობს... მაგრამ არც ერთ შემთხვევაში სახელმწიფოს არა აქვს უფლება მოითხოვოს ადამიანების ლიკვიდაცია”, - განაცხადა 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ. მანამდე ორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ივანე მერაბიშვილის მიერ სპეცრაზმელებისათვის მიცემული დავალება ორი გვამის მოტანის თაობაზე ”აშკარად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს”. თუმცა კახა კოჟორიძე თვლის, რომ გამოძიება ამ ფრაზას უნდა გასცდეს:
ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება...