Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთმა განახორციელა ხუთი სტრატეგიული ობიექტის ნაციონალიზაცია

რუსეთმა განახორციელა ხუთი სტრატეგიული ობიექტის ნაციონალიზაცია


იგორ კრასნოვი, რუსეთის გენერალური პროკურორი
იგორ კრასნოვი, რუსეთის გენერალური პროკურორი

რუსეთის ხელისუფლებამ ხუთი სტრატეგიული ობიექტიდან სახელმწიფოს მოგებაში გადაიტანა ქონება და სხვა აქტივები, რომლებიც საერთო ჯამში 2,4 ტრილიონ რუბლამდე ოდენობისაა (28,7 მილიარდი დოლარი). ეს რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იგორ კრასნოვმა გამოაცხადა გენპროკურატურის კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრებოდა.

კრასნოვს არ დაუკონკრეტებია, რომელ საწარმოებზეა საუბარი, თუმცა თქვა, რომ ამ ხუთიდან ოთხი კომპანია "იყო უცხოეთის კონტროლის ქვეშ". მისი სიტყვებით, ამ საწარმოთა მფლობელებს მოგება გაჰქონდათ "არამეგობრულ იურისდიქციებში", რიგ შემთხვევებში უკრაინის არმიის დასაფინანსებლად. მათი აქტივების ნაციონალიზაცია სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა.

2022 წლიდან რუსეთში დაიწყო საკუთრების გადაცემის მასშტაბური პროცესი, რომელსაც ხელისუფლება ბაზრის დაცვას უწოდებს. უცხოურ კომპანიებს, რომლებსაც რუსეთის დატოვება სურთ, აიძულებენ დანაყოფები გაყიდონ 60-პროცენტიანი ფასდაკლებით, მანამდე მათ ბიუჯეტში უნდა გადაიხადონ აქტივის ღირებულების 35 პროცენტი. მსხვილი რუსი ბიზნესმენების საწარმოებს ნაციონალიზაციას უქვემდებარებენ, და მათ ქვეყნისთვის სტრატეგიულად აცხადებენ. ამ პროცესში ჯერჯერობით ბოლო გახმაურებული შემთხვევა იყო აეროპორტ "დომოდედოვოს" ნაციონალიზაციის მცდელობა. გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოში შესაბამისი განაცხადი შეიტანა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG