ვიდრე მთავარი პროკურატურა ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ავთენტიკურობას დაადგენს და შესაძლო დანაშაულის ნიშნებს გამოიძიებს, ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება პოლიტიკური ოპონენტების თუ ექსპერტების მხრიდან. მეტიც, ჩანაწერის იმ ფრაგმენტს, სადაც იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი (მუხროვანის სპეცოპერაციის დაგეგმვისას) ”ორ გვამს” ითხოვს, სხვადასხვანაირად ხსნიან თავად ვანო მერაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები. რა შეფასებები და რეაქციები მოჰყვა ვიდეომასალას, რომელიც 29 იანვარს youtube-ზე აპოლონ ოსმანის (appolon osman) სახელით გავრცელდა?
2010 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა ბრალდების მხარის ვერსია, რომ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონში წამოწყებულ იქნა ხელისუფლების დასამხობად გამიზნული ამბოხება. მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 20-მდე პირს. მათ შორის, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯა რამდენიმე პირს, რომლებიც ამბოხების ორგანიზატორებად იყვნენ მიჩნეული. ესენი არიან: რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაური ლევან ამირიძე (28 წლით თავისუფლების აღკვეთა), გადამდგარი პოლკოვნიკი კობა ოთანაძე (29 წლით თავისუფლების აღკვეთა) და მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაური შოთა გორგიაშვილი (19 წლით თავისუფლების აღკვეთა).
არც თბილისის საქალაქო სასამართლომ და არც, მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულთა ვერსია, რომელსაც ისინი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გათავისუფლებულებიც იმეორებენ, რომ მათ არა მაშინდელი ხელისუფლების დამხობის სურვილი, არამედ ხელისუფალთა უსამართლო პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება ამოძრავებდათ:
”პროტესტამდეც ვერ მივაღწიეთ. პროტესტიც ვერ გამოვთქვით. როგორც კი შევედით სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილს დაარტყეს ალყა... უკვე გამზადებული პროვოკაცია იყო...”
გადამდგარი პოლკოვნიკი კობა ოთანაძე, რომელსაც სპეცოპერაციის დროს 9 ტყვია მოხვდა, თითქმის ხუთი წლის წინანდელ ამბებს, თანამოაზრეებთან ერთად, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე იხსენებდა. ითქვა, რომ ვანო მერაბიშვილის მიერ მოთხოვნილ ”გვამებში” სწორედ ისინი, მუხროვანის მოვლენებში მონაწილეები, იგულისხმებოდნენ; რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა სასიკვდილოდ ისინი ყველანი გაიმეტა, თუმცა 2009 წლის 21 მაისს სპეცოპერაციას მხოლოდ გია კრიალაშვილის სიცოცხლე შეეწირა.
სავარაუდოდ, სწორედ მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ მიმართულ სპეცოპერაციას გეგმავს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 29 იანვარს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. ისმის კონკრეტული დავალება:
”მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსო. პრემია დიდია”.
ის, რომ ვანო მერაბიშვილი ”ორ გვამში”, სავარაუდოდ, კობა ოთანაძესა და გია კრიალაშვილს გულისხმობდა, ”ნაციონალური მოძრაობის” არაერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა. მათ შორის არის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი გივი თარგამაძეც, თუმცა, მისი თქმით, ეს არ იყო ადამიანების მოკვლის დავალება, რადგანაც მერაბიშვილს ორივეს ლიკვიდაციის ბრძანება რომ გაეცა, სიცოცხლეს ვერც ერთი ვერ შეინარჩუნებდა, ანუ ამ ბრძანების შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგებოდაო.
”ჩვენ ვხედავთ, ის იძახის, რომ ორი ადამიანის დაკავებაა საჭირო. და იგულისხმება, რომ, თუკი ისინი გაწევენ წინააღმდეგობას, აბსოლუტურად ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში ძალოვანების მხრიდან ადეკვატური მოქმედება”, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
იმავე აზრისაა დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა, რომელიც, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ასევე ჩანს ოთხშაბათს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. როდესაც ამ ჩანაწერის შინაარსზე ლაპარაკობს, გიგი უგულავა ხაზს უსვამს ვანო მერაბიშვილის ”გრამატიკულად არცთუ ისე დახვეწილ” საუბრს და თვლის, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო მოქცეული:
”აქ საუბარია იმაზე, რომ, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, სპეცრაზმელებს აძლევს დავალებას, რომ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ და, მათ შორის, როდესაც ტერორისტული აქტია და ამბოხია და როდესაც შეიარაღებული წინააღმდეგობაა, სპეცრაზმელებს აქვთ ლიკვიდაციის უფლება”.
თუმცა ”ორი გვამის” გარშემო თანაპარტიელების მიერ გაკეთებულ განმარტებებს, შეიძლება ითქვას, ცივი წყალი გადაასხა თავად ვანო მერაბიშვილმა. 30 იანვარს, სასამართლო პროცესის მსვლელობისას, მან თქვა, რომ ”ორ გვამში” ის რუს აგენტებს გულისხმობდა:
”მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეობდა, გარდა ჩვენთვის საკმაოდ კარგად ცნობილი ადამიანებისა, რომლებიც, ჩემი ინფორმაციით, სწორედ რუსეთის დავალებით მოქმედებდნენ, ჩვენი ინფორმაციით, მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი და, ჩვენი ინფორმაციით, კვალის დაფარვის მიზნით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის”.
ისტორია დახოცილი რუსი მრჩევლების შესახებ პირველად ესმის სამხედრო სფეროს ანალიტიკოსს გიორგი თავდგირიძეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ვანო მერაბიშვილმა, სასამართლოს გარეშე, სასიკვდილო განაჩენი თავად, ერთპიროვნულად გამოუტანა ე.წ. მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულ პირებს:
”მერაბიშვილი, ეტყობა, კარგად ვერ ერკვევა თავისი ქმედებების სიმძიმეში და ძალიან მჩატედ ეპყრობა ორი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში... ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრი აქამდე დუმდა და არ იყო გამოძიებული. რაღაც სხვა, ახალი დანაშაულის თემაა ეს. ახალ აღიარებით ჩვენებას იძლევა მერაბიშვილი”.
გიორგი თავდგირიძის მსგავსად, სპეცოპერაციის დაგეგმვის ქაოტურობით განცვიფრებულია ექსპერტი სამხედრო საკითხებში თემურ ჩაჩანიძეც. ის არ გამორიცხავს, რომ ვიდეოჩანაწერში ასახულ აურზაურში, უწესრიგობასა და ყვირილში ვანო მერაბიშვილი ადამიანურ სისუსტეებს აჰყვა და მისი დავალებაც სწორედ აქედან გამომდინარეობდა:
”სავსებით შესაძლებელია, რომ აქ გამოუცდელობის მომენტიც იყო... აქ, შესაძლებელია, თავის წარმოჩენის მომენტიც იყო და კიდევ სხვა მომენტები იყო... როცა ადამიანი აფექტშია, აღელვებულია, შეიძლება ათასი რაღაცა თქვას, მაგრამ ამისთვის არის, რომ წინასწარ იგეგმება ოპერაციები, აიწონება დადებითი და უარყოფითი მხარეები და შემდეგ ხდება მოქმედება და არა ისე სპონტანურად, რაც ჩვენ ვნახეთ ამ კადრებში. ეს იყო ძალიან სპონტანურად გაკეთებული საქმე, რამაც, სამწუხაროდ, მერე ასეთ შედეგებამდე მიგვიყვანა”.
29 იანვარს ინტერნეტსივრცეში გამოჩენილმა ვიდეოჩანაწერმა მაშინვე მიიპყრო მთავარი პროკურატურის ყურადღება, თუმცა 30 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაც დაწყებულია.
”ვინაიდან ჩანაწერში აშკარად ჩანს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან უკანონო ბრძანების გაცემა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. მთავარი პროკურატურა, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, შეისწავლის მუხროვანში ჩატარებული სპეცოპერაციის კანონიერებას, რასაც შედეგად მოჰყვა კობა ოთანაძის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და გიორგი კრიალაშვილის ლიკვიდაცია”, - ვკითხულობთ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2010 წლის 11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადასტურა ბრალდების მხარის ვერსია, რომ 2009 წლის 5 მაისს მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონში წამოწყებულ იქნა ხელისუფლების დასამხობად გამიზნული ამბოხება. მუხროვანის საქმესთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 20-მდე პირს. მათ შორის, ხანგრძლივი ვადით პატიმრობა მიესაჯა რამდენიმე პირს, რომლებიც ამბოხების ორგანიზატორებად იყვნენ მიჩნეული. ესენი არიან: რეინჯერთა ბატალიონის ყოფილი მეთაური ლევან ამირიძე (28 წლით თავისუფლების აღკვეთა), გადამდგარი პოლკოვნიკი კობა ოთანაძე (29 წლით თავისუფლების აღკვეთა) და მუხროვანის ჯავშანსატანკო ბატალიონის ყოფილი მეთაური შოთა გორგიაშვილი (19 წლით თავისუფლების აღკვეთა).
არც თბილისის საქალაქო სასამართლომ და არც, მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულთა ვერსია, რომელსაც ისინი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გათავისუფლებულებიც იმეორებენ, რომ მათ არა მაშინდელი ხელისუფლების დამხობის სურვილი, არამედ ხელისუფალთა უსამართლო პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილება ამოძრავებდათ:
”პროტესტამდეც ვერ მივაღწიეთ. პროტესტიც ვერ გამოვთქვით. როგორც კი შევედით სამხედრო ნაწილში, სამხედრო ნაწილს დაარტყეს ალყა... უკვე გამზადებული პროვოკაცია იყო...”
მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსო. პრემია დიდია...ვანო მერაბიშვილი
სავარაუდოდ, სწორედ მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებული პირების წინააღმდეგ მიმართულ სპეცოპერაციას გეგმავს იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 29 იანვარს გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. ისმის კონკრეტული დავალება:
”მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება. მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსო. პრემია დიდია”.
ის, რომ ვანო მერაბიშვილი ”ორ გვამში”, სავარაუდოდ, კობა ოთანაძესა და გია კრიალაშვილს გულისხმობდა, ”ნაციონალური მოძრაობის” არაერთმა წარმომადგენელმა დაადასტურა. მათ შორის არის საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი გივი თარგამაძეც, თუმცა, მისი თქმით, ეს არ იყო ადამიანების მოკვლის დავალება, რადგანაც მერაბიშვილს ორივეს ლიკვიდაციის ბრძანება რომ გაეცა, სიცოცხლეს ვერც ერთი ვერ შეინარჩუნებდა, ანუ ამ ბრძანების შესრულებას წინ ვერაფერი დაუდგებოდაო.
აქ საუბარია იმაზე, რომ, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, სპეცრაზმელებს აძლევს დავალებას, რომ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ და, მათ შორის, როდესაც ტერორისტული აქტია და ამბოხია...გიგი უგულავა
იმავე აზრისაა დედაქალაქის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა, რომელიც, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ასევე ჩანს ოთხშაბათს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში. როდესაც ამ ჩანაწერის შინაარსზე ლაპარაკობს, გიგი უგულავა ხაზს უსვამს ვანო მერაბიშვილის ”გრამატიკულად არცთუ ისე დახვეწილ” საუბრს და თვლის, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში იყო მოქცეული:
”აქ საუბარია იმაზე, რომ, როგორც ოპერაციის ხელმძღვანელი, სპეცრაზმელებს აძლევს დავალებას, რომ, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ლეგიტიმური ძალის გამოყენების უფლება აქვთ და, მათ შორის, როდესაც ტერორისტული აქტია და ამბოხია და როდესაც შეიარაღებული წინააღმდეგობაა, სპეცრაზმელებს აქვთ ლიკვიდაციის უფლება”.
თუმცა ”ორი გვამის” გარშემო თანაპარტიელების მიერ გაკეთებულ განმარტებებს, შეიძლება ითქვას, ცივი წყალი გადაასხა თავად ვანო მერაბიშვილმა. 30 იანვარს, სასამართლო პროცესის მსვლელობისას, მან თქვა, რომ ”ორ გვამში” ის რუს აგენტებს გულისხმობდა:
მერაბიშვილი, ეტყობა, კარგად ვერ ერკვევა თავისი ქმედებების სიმძიმეში და ძალიან მჩატედ ეპყრობა ორი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს, თუნდაც სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში... ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრი აქამდე დუმდა და არ იყო გამოძიებული. რაღაც სხვა, ახალი დანაშაულის თემაა ეს...გიორგი თავდგირიძე