Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,ვასილიოს N“-ის კაპიტანმა სასამართლოს მიმართა


,,ვასილიოს N“
,,ვასილიოს N“
,,ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის სამშობლოში დაბრუნების ზუსტი დრო კვლავაც უცნობია. გემი ჯერაც მალტაში, ვალეტას პორტში რჩება. რამდენიმე დღის წინ, მეზღვაურების მოსანახულებლად ქართველი დიპლომატები, საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი და კონსული, ვახტანგ ანდღულაძე ჩავიდნენ და მათ ადვოკატის აყვანაში დაეხმარნენ. კაპიტანმა, ივერი ყურაშვილმა უკვე ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეაგროვა და უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართა. მან რადიო ,,თავისუფლებას“ კვლავაც ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და უთხრა: ,,უკვე მივმართეთ სასამართლოს, როგორც მე განმიმარტეს, თავდაპირველად მოხდება გემის დაპატიმრება, მეპატრონეს მიეცემა საშუალება გადაგვიხადოს ჩვენი კუთვნილი სახელფასო დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მცურავი საშუალება გაიყიდება აუქციონზე. პროცესები დაახლოებით ორი თვე გაგრძელდება.“
,,ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის წევრი, გიორგი ყურაშვილი

,,ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის წევრი, გიორგი ყურაშვილი გვიამბობს, რომ გემზე საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლეს: ,,გემზე მოვიდნენ მალტაში მცხოვრები ქართველები. მოგვიტანეს საკვები, წყალი. დიდი სითბო და სიყვარული გამოხატეს ჩვენს მიმართ. დაგვიტოვეს ტელეფონის ნომრები და გვთხოვეს, ნებისმიერ დროს დავკავშირებოდით.“

ეკიპაჟის წევრები ოჯახებს ხშირად უკავშირდებიან. ისინი თავს კარგად გრძნობდნენ. ამბობენ, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდნენ საკუთარი უფლებების დაცვა მალტის სასამართლოში რომ მოუწევდათ.
XS
SM
MD
LG