მერვე თვეა, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი, „ვასილიოს N“, ლიბიის ქალაქ მისურატაშია დაკავებული. მეზღვაურები შველას ითხოვენ. „ვასილიოს N“ რვა თვის წინათ გავიდა თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან და გეზი ლიბიისკენ აიღო. გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ხუთი წევრი ქართველები არიან.