„ლიბიიდან გემით გამოვიპარეთ. უკვე მალტაში ვართ, ქალაქ ვალეტაში რეიდზე ვდგავართ. ყველანი კარგად ვართ!“ - ამ შინაარსის სმს შეტყობინება მიიღო გემ „ვასილიოს N“-ის კაპიტნის მეუღლემ მანანა ამბალიამ.
„ვასილიოს N“-ი 11 თვის წინ გავიდა თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან და გეზი ლიბიისკენ აიღო. საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა ტვირთმფლობელსა და გემის მფლობელს შორის დღემდე გრძელდებოდა.
თავად ეკიპაჟი ამაოდ ელოდა დახმარებას ლიბიის ქალაქ მისურატაში. იანვარში ერთ-ერთმა ქართველმა მეზღვაურმა გემის დაწვა სცადა. მან სავარაუდოდ, ნერვულ სტრესს ვერ გაუძლო და უკონტროლო გახდა. მან ცეცხლი გააჩინა ღამით, როცა ყველას ეძინა. ეკიპაჟის წევრებმა მისი ჩაქრობა დროულად მოახერხეს. თუმცა გემზე განადგურდა სანავიგაციო, საკომუნიკაციო მოწყობილობა თუ ინვენტარი. გემის კაპიტანმა ანტონ ყურაშვილმა გემის მართვა საჭირო ტექნიკის გარეშე, ბუნებრივ პირობებში, ორიენტაციით შეძლო.
ლიბიიდან გემის გამოპარვის შესახებ საქარველოს საზღვაო დეპარტამენტის წარმომადგნენლებმა კაპიტნის მეუღლისგან შეიტყვეს. ის ამბობს, რომ საქმეში უკვე ჩაერთო საქართველოს კონსული იტალიაში. მანანა ამბალიას თქმით, ვახტანგ ანდღულაძე ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც ამ ხნის განმავლობაში მეზღვაურებზე ზრუნავდა. მალტაში ჩასულ ეკიპაჟს, დახმარებას დაჰპირდა საზღვაო დეპარტამენის ადმინისტრაცია. ,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. ჯერ არ გვაქვს პასუხი თუ როგორ შევძლებთ მეზღვაურების დახმარებას. ჩვენ მათ შევთავაზებთ საქართველოში დასაბრუნებელ სხვადასხვა გზას. დანარჩენი კი მათი გადასაწყვეტია,“- აცხადებს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თეიმურაზ იობიძე.
კაპიტნის მეუღლე მანანა ამბალია კი ამბობს, რომ დაპირებები კვლავაც მრავლად ესმის და შედეგის მოლოდინშია.