Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვასილიოს N“ შველას ითხოვს


„ვასილიოს N“ მისურატის პორტში
„ვასილიოს N“ მისურატის პორტში
მერვე თვეა, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი, „ვასილიოს N“, ლიბიის ქალაქ მისურატაშია დაკავებული. მეზღვაურები შველას ითხოვენ.

„ვასილიოს N“ რვა თვის წინათ გავიდა თურქეთის ერთ-ერთი პორტიდან და გეზი ლიბიისკენ აიღო. გემის კაპიტანი და ეკიპაჟის ხუთი წევრი ქართველები არიან. სამშენებლო მასალით დატვირთულ გემს ტვირთმფლობელი ლიბიის ქალაქ მისურატაში ელოდა.

საბერძნეთის ტერიტორიულ წყლებში გემი დიდ ღელვაში მოხვდა, რის შედეგადაც ტვირთის დაახლოებით 18% დასველდა. მეპატრონემ ტვირთის მიღებაზე უარი განაცხადა. დავა ტვირთმფლობელსა და
საბერძნეთის ნაპირებთან "ვასილიოს N" დიდ ღელვაში მოხვდა
გემმფლობელს შორის დღემდე გრძელდება, თავად გემი კი უკვე მერვე თვეა, დაკავებულია - ასე ჰყვებიან „ვასილიოს N“-ის ამბავს მეზღვაურების ახლობლები.

მანანა ამბალია გემის კაპიტნის მეუღლეა. მისი ვაჟიშვილიც „ვასილიოს N“-ის ეკიპაჟის წევრია. ქალბატონი მანანა ამბობს, რომ შექმნილი ვითარებისთვის პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. აბა, სხვას ვის მივმართოთო, დასძენს ის.

მეზღვაურებს კონტრაქტი გაფორმებული აქვთ იტალიის ერთ-ერთ კომპანიასთან, მაგრამ დამქირავებლისგან მათ არავინ ეხმიანება. მეზღვაურებთან დაკავშირება უკვე ოჯახის წევრებსაც უჭირთ. ისინი ამბობენ, რომ ეკიპაჟის წევრებს ჯანმრთელობა შეერყათ და უკიდურეს გასაჭირში არიან. მანანა ამბალიას თქმით, ეკიპაჟის წევრებს ნერვული სტრესი აქვთ და თავს ცუდად გრძნობენ, მანანა გურალია კი შვილს ბოლოს ორი კვირის წინ ესაუბრა. მისი თქმით, მეზღვაურებს უკვე ძილიც კი უჭირთ, უკიდურეს მძიმე პირობებში ცხოვრობენ და შიმშილობით იმუქრებიან.
ზურაბ გურალია (მარცხნივ) და გიორგი ყურაშვილი "ვასილიოს N"-ის გემბანზე

დიდი მცდელობის შედეგად, ჩვენ შევძელით ერთ-ერთ მეზღვაურთან, გიორგი ყურაშვილთან დაკავშირება. უფრო სწორად, გიორგი თვითონ დაგვიკავშირდა. მისურატის პორტში მან უფასო ინტერნეტით სარგებლობა მოახერხა და გემ „ვასიოლიოს N“-ის ფოტო- და ვიდეოკადრებიც მოგვაწოდა.

„საქართველოს საკონსულოს ვთხოვეთ, საერთაშორისო სასამართლოში ეჩივლა“, - გვიამბობს გიორგი ყურაშვილი. – „იმიტომ რომ ეკიპაჟის ყველა წევრს დამთავრებული აქვს სამუშაო კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა. მისი პირობები დარღვეულია, ადამიანის უფლებები შელახულია, გემზე ვიმყოფებით ჩვენი ნების გარეშე, უხელფასოდ. მე მგონი, რომ ეს უკვე ტრეფიკინგია. საქართველოს კონსულისთვის ინფორმაცია რომ არ მიგვეწოდებინა, გემის მეპატრონემ ტელეფონი გაგვითიშა. ჩაგვახშო!“ - გიორგი დასძენს, რომ ზოგი მეზღვაური თვითმკვლელობით იმუქრება.

მეზღვაურების ახლობლების კომენტარზე, სადაც ისინი ეკიპაჟის წევრთა პროტესტის ზომებზე საუბრობენ, გიორგის ეცინება და ამბობს, რომ შიმშილობა უკვე მათი პროტესტის ფორმა აღარ არის და ეს იძულებით უწევთ: „გემმფლობელს ვემუდარებოდით, საჭმელი
გიორგი ყურაშვილი
გამოეგზავნა, საკვებს უკრაინული და რუსული გემების მეზღვაურები გვაწვდიან. გემზე, საწვავი დაგვიმთავრდა და შუქიც არა გვაქვს. რამდენიმე მძიმედ დაავადებულიც გვყავს. ესეც შევატყობინეთ გემის მეპატრონეს. კაპიტანი და მექანიკოსი თევზაობენ და ამით გვკვებავენ. ესეც მივწერეთ და პასუხად მივიღეთ: კადრები მოგვაწოდეთ, როგორ თევზაობთო. გვიგდებენ და დაგვიცინიან“, - ამბობს გიორგი ყურაშვილი.

„ვასილიოს N-ის“ ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ ერთადერთი, ვინც ამ დრომდე მათი პრობლემით დაინტერესდა, საქართველოს საკონსულოა იტალიაში. მეზღვაურები და მათი ახლობლები საერთაშორისო ორგანიზაციებს საქმეში ჩართვას სთხოვენ. საქართველოს ხელისუფლებასა და მედიასაშუალებებს კი მათი პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ და ახსენებენ, რომ საქმე მათი ქვეყნის მოქალაქეებს ეხება.
XS
SM
MD
LG