საქართველოს დროშით მცურავი გემის, "ვასილიოს N"-ის თავგადასავალი გრძელდება. ლიბიიდან გაქცეული მცურავი საშუალება უკვე ვალეტას პორტის აკვატორიაში დგას. მეზღვაურებს ქალაქში გასვლის უფლებაც მიეცათ.
მალტაში, მეზღვაურების მოსანახულებლად ქართველი დიპლომატები, საქართველოს ელჩი იტალიაში კოტე გაბაშვილი და კონსული, ვახტანგ ანდღულაძე ჩავიდნენ. საქართველოს მოქალაქეების გარდა გემზე უკრაინის სამი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე იმყოფება. როგორც მეზღვაური, გიორგი ყურაშვილი გვიამბობს, საქმეში ჩაერთო უკრაინის ხელისუფლებაც: ,,ქართველმა დიპლომატებმა ცოტაოდენი ფულიც მოგვცეს, რომ თავის რჩენა შევძლოთ. აქ იმყოფება უკრაინის საპატიო კონსულიც. ისიც მხარში გვიდგას“, - ამბობს გიორგი ყურაშვილი.
დიპლომატებისა და ეკიპაჟის წევრთა შეხვედრის დეტალებს გიორგი ასე ჰყვება: ,,უნდა შევაგროვოთ საბუთები და გადავცეთ მალტის სასამართლოს. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში პრობლემა უნდა მოგვარდეს. გემი გავა აუქციონზე. როგორც კი გაიყიდება, ეკიპაჟის წევრებს ხელფასებს გადაუხდიან. ამის შემდეგ კი მეზღვაურები შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. ასეთია ჩვენი გეგმა.“
ეკიპაჟის წევრები კმაყოფილებას გამოთქვამენ. ამბობენ, რომ საკმარისად აქვთ საკვები და წყალი. იმედოვნებენ, რომ მათი დაუსრულებელი ნაოსნობა უახლოეს მომავალში დასრულდება და სამშობლოშიც მალე დაბრუნდებიან.