საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF-მა) საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის მეორე ტრანშის დირექტორთა საბჭოზე წარდგენა და, შესაბამისად, დამტკიცება „გადადო“.
თბილისმა ბრიუსელთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა სანქციების ახალი პაკეტის გამო საქართველოდან რუსეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი არ შეჩერდეს.
უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის ფონზე, აბსოლუტური სიღარიბე და უთანასწორობა მცირდება.
საქართველოში ხახვი, - ქართული სამზარეულოს არაერთი კერძის აუცილებელი ინგრედიენტი, - ამ გაზაფხულზე რეკორდულად გაძვირდა.
სააღდგომოდ თბილისში, უბნის მაღაზიებში, სოფლის კვერცხი ცალობით 60-90 თეთრად იყიდებოდა. ქსელურ მაღაზიებში 10-ცალიანი შეკვრის ფასი კი 6 ლარს ასცდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთში, სანქციებისა თუ სხვა გარემოებების გამო, იმპორტიორებმა დასავლეთიდან სხვადასხვა პროდუქციის, მათ შორის ავტომობილების, შეტანის ალტერნატიული გზების ძიება დაიწყეს.
მთავრობა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ნაწილს ონკოლოგიურ წამლებზე ფასების ხელოვნურ და შეთანხმებულ ზრდაში ადანაშაულებს. კონკურენციის სააგენტომ დაიწყო მოკვლევა, ხომ არ არ მოქმედებენ კომპანიები შეთანხმებული, ე.წ. კარტერული გარიგებებით?
სქემა ასეთია: რუსეთიდან საქართველოში ბანკის კლიენტის ანგარიშზე ირიცხება თანხა, ის სწრაფად ანაღდებს და გადასცემს სხვას. „საბანკო ასოციაციაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ სქემით თანხის განაღდების „ტენდენცია მზარდია“ და ამავე დროს სარისკო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მალე ეწურება უფლებამოსილების ვადა. რა ხდება ამის შემდეგ? ვინ უნდა მართოს ეროვნული ბანკი - ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მოქალაქეების ყოველდღიურობაზე? რა როლი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და როგორ მოიქცევა იგი? რას ცვლის კანონის ახალი ვერსია?
63 წლის ბუდუ შეყილაძემ გადაწყვიტა, მამაკაცების საპენსიო ასაკის (65 წელი) ქალების საპენსიო ასაკამდე (60 წელი) ჩამოწევის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა.
დეკემბრის კვირა დღე. საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის გამშვებ პუნქტთან გრძელი რიგია. საქართველოს საბაჟოს კარი 15 წუთში ერთხელ იღება და გრძელ რიგში მდგომი ორივე ქვეყნის მოქალაქეები საპასპორტო კონტროლის განყოფილებაში შედიან. თუ ზაფხულში, რიგში უმეტესად ქართველები იდგნენ, ახლა თურქები სჭარბობენ.
ჩამოტვირთე მეტი