სქემა ასეთია: რუსეთიდან საქართველოში ბანკის კლიენტის ანგარიშზე ირიცხება თანხა, ის სწრაფად ანაღდებს და გადასცემს სხვას. „საბანკო ასოციაციაში“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ სქემით თანხის განაღდების „ტენდენცია მზარდია“ და ამავე დროს სარისკო.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მალე ეწურება უფლებამოსილების ვადა. რა ხდება ამის შემდეგ? ვინ უნდა მართოს ეროვნული ბანკი - ინსტიტუცია, რომელსაც ყველაზე დიდი გავლენა აქვს მოქალაქეების ყოველდღიურობაზე? რა როლი აქვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და როგორ მოიქცევა იგი? რას ცვლის კანონის ახალი ვერსია?
თბილისის საკრებულოს მიერ 2023 წლის იანვარში შეცვლილი წესი ავარიული სახლების შესახებ, რომელიც ქალაქის მუნიციპალიტეტს უფლებას აძლევს ყველა ბინის მესაკუთრის თანხმობის გარეშე დაიწყოს მუშაობა მრავალბინიანი ავარიული სახლის ჩანაცვლებაზე, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის საგნად იქცეს.
63 წლის ბუდუ შეყილაძემ გადაწყვიტა, მამაკაცების საპენსიო ასაკის (65 წელი) ქალების საპენსიო ასაკამდე (60 წელი) ჩამოწევის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართა.
9 იანვარს რუსული ავიახაზების, S7-ის კუთვნილი ოთხი წლის Airbus A320 ციმბირის ქალაქ ბრატსკიდან მოსკოვისკენ მიფრინავდა, როდესაც პრობლემა შეექმნა - ტუალეტის სისტემა გაფუჭდა. პილოტი იძულებული გახდა ქალაქ ყაზანში დამჯდარიყო.
ბოლო რამდენიმე წელიწადში ავტომანქანების ღირებულება მინიმუმ 20 პროცენტით არის გაზრდილი. რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და პანდემია - მიზეზებზე საუბრისას იმპორტიორები ამ ორ მიზეზს ასახელებენ.
დეკემბრის კვირა დღე. საქართველო-თურქეთის საზღვრის სარფის გამშვებ პუნქტთან გრძელი რიგია. საქართველოს საბაჟოს კარი 15 წუთში ერთხელ იღება და გრძელ რიგში მდგომი ორივე ქვეყნის მოქალაქეები საპასპორტო კონტროლის განყოფილებაში შედიან. თუ ზაფხულში, რიგში უმეტესად ქართველები იდგნენ, ახლა თურქები სჭარბობენ.
2022 წლის 29 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრძანება გამოსცა და ქვეყნის მასშტაბით 62 მუნიციპალიტეტს დაავალა, ღირსეულად აღენიშნათ ახალი წელი.
როგორც წესი, საახალწლო დღესასწაულებამდე ორი კვირით ადრე, აფხაზეთში ციტრუსის ექსპორტი პიკს აღწევს, მაგრამ წელს ასე არ არის.
ერთი შეხედვით, რუსეთის ეკონომიკამ იმაზე უკეთ გაუძლო ომსა და კრიზისს, ვიდრე ამას თვითონ რუსი ეკონომისტები და უცხოელი ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე - ომის დაწყებისა და სანქციების დაწესების პირველ თვეებში.
ჩამოტვირთე მეტი