თურქეთის „თხილის ეროვნული საბჭოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ თუკი მათთან ფაროსანას პოპულაცია ზრდას არ შეწყვეტს, შესაძლოა, მომავალი წლისათვის თურქეთი თხილის სეზონს კატასტროფით შეხვდეს.
მომავალი წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში სესხის აღების პირობები იცვლება. მართალია, უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების ნაწილი უქმდება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში რთულდება კიდეც. ამ სტატიაში ვხსნით, რა იცვლება, ვისთვის და იცვლება კლიენტებისთვის უკეთესობისკენ თუ უარესობისკენ.
ჩინეთთან ურთიერთობების დაახლოებისას „ჩვენ ჩვენი ინტერესი გვაქვს, - ამტკიცებს „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა, - ეს ინტერესი „შუა დერეფანსა“ და ანაკლიის პორტზე გადის“.
ორ კომპანიას, რომლებიც წლებია ტურისტებს ენგურის წყალსაცავზე ასეირნებდნენ, წელს საქმიანობა აუკრძალეს და იმ სტანდარტების დაცვა მოსთხოვეს, რომლებიც ქვეყანას კიდევ 2 წელი არ ექნება. მაშ რა დგას ამ აკრძალვის უკან და რატომ მისცეს ბიზნესმენებს შეუსრულებელი მისია?
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „არაზუსტს“ უწოდებს ცნობებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამერიკელი კანონმდებლების მცირე ჯგუფი გააფრთხილა, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრეს. ბაქოც უარყოფს ასეთ გეგმას. თუმცა სომხეთში შიში არ განელებიათ.
საქართველოს მთავრობამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან „ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება გააფორმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოში მორიგი ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას და დაინტერესება გამოხატა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით.
„უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი ჩინეთისთვის აშკარად უმცროსი პარტნიორია… და ჩინეთიც იწყებს რუსეთის გავლენის სფეროებში შეჭრას, მათ შორის კავკასიაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ისტორიკოსი გლენ ტიფერტი, სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებული ჰუვერის ინსტიტუტის მკვლევარი.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ღირსეული მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტს. განაცხადი საკანონმდებლო ორგანოში 6 ოქტომბერს დაარეგისტრირეს.
ქართული ბანკები ამბობენ, რომ ემორჩილებიან საერთაშორისო სანქციებს. თუმცა, ერთ-ერთმა მათგანმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სანქციებს არც იმ შემთხვევაში დაარღვევენ, თუკი სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეს რამდენიმე დღეს მისცემენ თავისი საბანკო ანგარიშებიდან ფულის გასატანად.
ჩამოტვირთე მეტი