10 მარტი, რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის მე-16 დღე. იუსტიციის სახლის დარბაზი ხალხითაა სავსე, უცხო ქვეყნის ბევრ სხვა მოქალაქეს შორის თვალით სლავური გარეგნობის ადამიანებს ვეძებ, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ იუსტიციის სახლში "რუსების რიგები დგას", ვერ ვიტყვი, რომ ბევრნი არიან.