საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო.
2020 წლის ნოემბრის ბოლოდან კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაკეტილი კვების ობიექტები დღეიდან გაიხსნა, თუმცა მათ სტუმრების მიღება მხოლოდ გარე სივრცეში შეუძლიათ და ისიც მხოლოდ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
მთიანი ყარაბაღისთვის ომის შემდეგ სომხეთის პირდაპირ კავშირს აზერბაიჯანსა და თურქეთთან რეგიონში მტკიცე მშვიდობის საკვანძო პირობად მიიჩნევენ მიმომხილველები, მაგრამ საამისოდ შიში და მტრობა ადამიანებში ჯერ კიდევ ძალიან ღრმადაა გამჯდარი.
უკვე თვეებია, მთავრობა აღარ საუბრობს StopCov-ის ფონდის შესახებ. ამ ფონდს არ ჰქონია საკუთარი ვებსაიტი, წესდება, არ ყოფილა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე შემომწირველთა ვინაობა, შემოწირულებების რაოდენობა და თანხის ხარჯვის ამსახველი დოკუმენტაცია.
რიონის ხეობის მცხოვრები ვარლამ გოლეთიანი "დილის საუბრებში" განმარტავს, რა იწვევს ადგილობრივების პროტესტს ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის მიმართ და როგორ პროცესში მონაწილეობა სურთ მათ: "რა გაუჭირდათ, რომ საჯარო გახადონ შეხვედრა, ყველა მხარე ჩაერთოს და გამოიკვეთოს ვინ არის მტყუან-მართალი".
"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) აღმასრულებელი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე აცხადებს, რომ ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არსებითი დოკუმენტების, მეცნიერეული აზრის, დებატების, საჯაროობისა და მოსახლეობის ჩართულობის გარეშეა მიღებული:
აზერბაიჯანის კუთვნილ ნახიჩევანთან სარკინიგზო კავშირის აღდგენა ეკონომიკური სტიმულის როლს შეასრულებს სომხეთის ეკონომიკის განვითარებისთვის, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მასში საფრთხესაც ხედავს.
"ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი რამაზ გერლიანი შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე მსჯელობს და თვლის, რომ "გამოსავალი კერძო სექტორის მყისიერად, ძალიან სწრაფად გადიდებაა. ბევრჯერ გვაქვს გაჟღერებული „გახდი მესაკუთრე“ - ასეთი პროგრამა. ამ კრიზისულ ვითარებაში ამას ალტერნატივა მითუმეტეს არ აქვს".
საქართველოს სურს, 2021 წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრას მოსახლეობის 60 პროცენტი, თუმცა ამ სურვილის რეალურობა საეჭვოა.
ჩამოტვირთე მეტი