ევროპის კავშირი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) დახმარების შესაძლებლობებს განიხილავს მას შემდეგ, რაც აშშ-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დაფინანსება შეუჩეროს მაუწყებელს, რასაც პროდემოკრატიული მედიასაშუალებების ჩაჩუმების შესახებ შეშფოთება მოჰყვა.
„სოციალური ქსელები მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს... კარგი იქნება, თუ დავიწყებთ მუშაობას ამ სფეროში რეგულირებაზეც“, - თქვა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა 4 მარტს „ქართული ოცნების“ მაუწყებლობის კანონში ცვლილებების განხილვისას.
რუსმა ჟურნალისტმა ნატალია ფილონოვამ, ბრალდების მტკიცებით, ერთ პოლიციელს თითი მოსტეხა, მეორეს კი ბურთულიანი კალამი ჩაარტყა სახეში.
უკრაინელი ჟურნალისტები რუსეთის სრულმასშტაბიან ომს მხოლოდ კი არ აშუქებენ - ისინი მის მსხვერპლთა შორისაც არიან.
“ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივების მორიგი ტალღა, მედიის ახალი საკანონმდებლო რეგულაციების სურვილსაც მოიცავს.
საპატიმროში დღეს ორი ჟურნალისტი შიმშილობს. ქართველი ჟურნალისტი, ონლაინგამოცემების, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი.
2020 წელს ბელარუსში გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს აქტივისტები „ტელეგრამს“ იყენებდნენ, რათა მოქმედებები შეეთანხმებინათ ისე, რომ ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეპრესიულ რეჟიმს მათთვის არ ეთვალთვალა.
ეთერში გასვლიდან ერთ თვეში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მილიონერი ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიამ TV24-მა რეორგანიზაცია გამოაცხადა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ არხი დაიხურა, მათ ნაწილს ხელფასი არ აუღია და სასამართლოში დავისთვის ემზადება.
“ტელეგრამი” უკრაინის მთავარი საინფორმაციო არხია - სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის 72% ამ აპლიკაციის მეშვეობით ეცნობა ახალი ამბებს და მას სახელმწიფო სააგენტოები და პრეზიდენტიც იყენებენ. ამავე დროს, სულ უფრო მეტი მიიჩნევს, რომ ეს პლატფორმა ხელს უწყობს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას
2023 წელს ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი გაეზარდათ, - ამბობს კომუნიკაციის კომისია, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ძირითადად ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერ არხებს ეხებათ. ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიებს შემოსავლები პირიქით, შეუმცირდათ.
კონსერვატიული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ საინფორმაციო პლატფორმას ფინანსური კრიზისი აქვს. კომპანიის შემოსავლებმა დრამატულად იკლო, ეთერში კი ახლა მხოლოდ ფილმები გადის.
შემცირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. დაფინანსების წესის ცვლილებაზე მსჯელობა პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა განაახლა. ცვლილებები არა ოპოზიციამ, არამედ მმართველი პარტიის წევრებმა მოითხოვეს. ოპოზიციამ ინიციატივა მოიწონა.
ჩამოტვირთე მეტი