მას უჩხუბია საბჭოთა პიონერთა ბანაკში, დაულევია არაყი საბჭოთა მეზღვაურებთან ერთად და დაურიგებია „სახდეპის ორცხობილები“ მათთვის, ვისაც კრემლი რუსეთის მტრებად მიიჩნევს. ვიქტორია ნულანდი - პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამერიკული დიპლომატიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, თანამდებობიდან მიდის.
საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, - გრიგორი კარასინთან მოლაპარაკებების ამ დრომდე ერთადერთი და სტაჟიანი მონაწილე, რომლის სახელსაც არაოფიციალურად ატარებს „აბაშიძე-კარასინის ფორმატი“, - გიორგი ქაჯაიათი ჩაანაცვლა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია და მთავარი არხის ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია 2024 წლის საპარლამენტო არჩვნებისთვის ერთიანდებიან. ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციას სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა ასამდე ადამიანი ესწრებოდა.
ვენეციის კომისიის მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება არ აპირებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე პროკურატურის გავლენა შეამციროს. მმართველ პარტიაში ვარაუდობენ, რომ დადგება დრო, როცა ეს უწყება სულაც გაუქმდება და სამოხელეო დანაშაულს ისევ საქართველოს პროკურატურა გამოიძიებს. რას ითხოვდა ვენეციის კომისია და რა (არ) გაითვალისწინეს "ქართულ ოცნებაში" - ამ სტატიაში ვარკვევთ.
ადიგენში, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას სახელმწიფო არ ჩქარობს. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ამტკიცებს, რომ საქართველოში რწმენის თავისუფლება დაცულია.
1956 წლის 9 მარტს თბილისში, სანაპიროზე სტალინის ძეგლთან შეკრებილ ხალხს ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით ტყვიები დაუშინეს. დაიღუპა ათობით ადამიანი, დაიჭრა უფრო მეტი, თუმცა, ზუსტად რამდენი, დღემდე გაურკვეველია.
5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის მიზანთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საზრუნავია, რომ - ჯამში, რაც შეიძლება ნაკლები ხმა „დაიკარგოს“ და „ოცნების“ ყულაბას რაც შეიძლება ნაკლები გაუნაწილებელი ხმა შეემატოს.
ერთი წელი გავიდა, რაც ზაზა ბიღიაშვილმა ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. „მძიმე ხარისხის დაზიანების“ გამო მან ერთ მესამედზე მეტით დაკარგა შრომისუნარიანობა, თუმცა სახელმწიფოს დაზარალებულად დღემდე არ უცვნია.
რუსეთში პატიმრობაში მყოფი აქტივისტი ამტკიცებს, რომ ის ორი წლის წინ ქართველმა პოლიციელებმა გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს. ხელისუფლება ამას უარყოფს.
დავით ხიდაშელი, რომელმაც 5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვიდან ჩამოუტანა „დავითგარეჯის რუკები“, ახლა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის შეხვდა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობების აღდგენაზე ესაუბრა. ესაუბრა „2011 წლის შეთანხმებაზე“. უხსენა ოკუპირებულ რეგიონებთან „კონფედერაციაც“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში სამი დეპუტატი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ელოდება. უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ ცნობა მათ „ეფესბემ“ (ФСБ) გაუგზავნა.
აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1.5 მლნ ტურისტი და 400 მლნ დოლარი დაკარგა - ასეთია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეფასება.
ჩამოტვირთე მეტი