რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს. ლიუდმილა ნავალნაიამ ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ ჯერ შვილის ცხედარი მიეღო, შემდეგ კი დაესაფლავებინა.
გერმანია დიპლომატიურ სკანდალში გაეხვია. კრემლის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერით დადასტურდა, რომ ბერლინში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ვერ თანხმდებიან. მაგრამ გაირკვა ისიც, რომ გერმანია თავს ვერ იცავს რუსული დაზვერვისგან.
პარლამენტი პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონს ცვლის: საჯარო რეესტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, პარტია გააუქმოს, თუკი ის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარადგენს საფინანსო დეკლარაციას. არადა, დღემდე პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.
„ქართული ოცნება“ ჯანდაცვის მეოთხე მინისტრის შერჩევის პროცესშია. მესამე მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი, სულ ახლახან, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევის იდეას შეეწირა.
ევროკავშირის დოკუმენტიდან, რომელიც რადიო თავისუფლებამ შეისწავლა, ირკვევა, რომ ბრიუსელი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას აპირებს და მათ შორისაა უკრაინის სრულად ჩართვა ევროკავშირის სამხედრო-ინდუსტრიულ პროგრამაში.
რუსეთის ფედერაციის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ცნობით, 3 მარტს ქალაქ ყარაბულაკში „კონტრტერორისტული ოპერაციის“ დროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა დახოცა „ბოევიკები“, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში ბლოკირებული იყვნენ ერთ-ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში.
„ოცნება“ ფიქრობს, რომ საქართველოში „არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის“ მქონე ადამიანების რიცხვი გაიზრდება, თუკი „ლგბტ პროპაგანდის“ წინააღმდეგ ახალ კანონს არ მიიღებენ და გასაქანს მისცემენ ე.წ. ფსევდოლიბერალიზმს.
ალექსეი ნავალნის დაღუპვის შემდეგ რუსეთის პოლიტიკის დღის წესრიგში გაჩნდა ახალი კითხვა: რა ელის ისედაც უკიდურესად დასუსტებულ ოპოზიციას? რა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ გამოჩნდნენ ნავალნის მასშტაბის ახალი ლიდერები?
მოლდოვის დნესტრისპირეთში სეპარატისტული „კონგრესი“ განიხილებოდა, როგორც ათწლეულების განმავლობაში გაყინული კონფლიქტის ესკალაციის შესაძლო ნიშანი.
ტოტალური დაშინებისა და მასობრივი რეპრესიების მიუხედავად, ალექსეი ნავალნისთან დამშვიდობება ათასობით რუსმა გაბედა.
ჩამოტვირთე მეტი