1956 წლის 9 მარტს თბილისში, სანაპიროზე სტალინის ძეგლთან შეკრებილ ხალხს ხრუშჩოვის გადაწყვეტილებით ტყვიები დაუშინეს. დაიღუპა ათობით ადამიანი, დაიჭრა უფრო მეტი, თუმცა, ზუსტად რამდენი, დღემდე გაურკვეველია.
5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის მიზანთან ერთად, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საზრუნავია, რომ - ჯამში, რაც შეიძლება ნაკლები ხმა „დაიკარგოს“ და „ოცნების“ ყულაბას რაც შეიძლება ნაკლები გაუნაწილებელი ხმა შეემატოს.
ერთი წელი გავიდა, რაც ზაზა ბიღიაშვილმა ე.წ. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა. „მძიმე ხარისხის დაზიანების“ გამო მან ერთ მესამედზე მეტით დაკარგა შრომისუნარიანობა, თუმცა სახელმწიფოს დაზარალებულად დღემდე არ უცვნია.
რუსეთში პატიმრობაში მყოფი აქტივისტი ამტკიცებს, რომ ის ორი წლის წინ ქართველმა პოლიციელებმა გაიტაცეს და რუსეთში იძულებით დააბრუნეს. ხელისუფლება ამას უარყოფს.
დავით ხიდაშელი, რომელმაც 5 წლის წინ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვიდან ჩამოუტანა „დავითგარეჯის რუკები“, ახლა პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის შეხვდა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობების აღდგენაზე ესაუბრა. ესაუბრა „2011 წლის შეთანხმებაზე“. უხსენა ოკუპირებულ რეგიონებთან „კონფედერაციაც“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტში სამი დეპუტატი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ელოდება. უპრეცედენტო გადაწყვეტილების შესახებ ცნობა მათ „ეფესბემ“ (ФСБ) გაუგზავნა.
აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1.5 მლნ ტურისტი და 400 მლნ დოლარი დაკარგა - ასეთია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს შეფასება.
ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან წავიდა და ონკოპაციენტებს, ძველ პრობლემებთან ერთად, დამატებითი საფიქრალიც დაუტოვა. განმარტებების გარეშე ითქვა, რომ - 60 ონკოლოგი პაციენტებს არარეგისტრირებულ, საეჭვო პრეპარატებს უნიშნავდა.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ გადასცეს. ლიუდმილა ნავალნაიამ ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ ჯერ შვილის ცხედარი მიეღო, შემდეგ კი დაესაფლავებინა.
გერმანია დიპლომატიურ სკანდალში გაეხვია. კრემლის მიერ გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერით დადასტურდა, რომ ბერლინში უკრაინის სამხედრო დახმარებაზე ვერ თანხმდებიან. მაგრამ გაირკვა ისიც, რომ გერმანია თავს ვერ იცავს რუსული დაზვერვისგან.
პარლამენტი პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონს ცვლის: საჯარო რეესტრს ანიჭებს უფლებამოსილებას, პარტია გააუქმოს, თუკი ის ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არ წარადგენს საფინანსო დეკლარაციას. არადა, დღემდე პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია.
„ქართული ოცნება“ ჯანდაცვის მეოთხე მინისტრის შერჩევის პროცესშია. მესამე მინისტრი - ზურაბ აზარაშვილი, სულ ახლახან, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევის იდეას შეეწირა.
ჩამოტვირთე მეტი