პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლების მოედანი", რომელიც კოალიცია „ძლიერი საქართველოს" შემადგენლობაშია, აცხადებს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ახალი პარტნიორის დამატებაზე ერთობლივად, ოთხივე წევრის მიერ მიიღება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაჟღერებულ განცხადებას აგვისტოს ომზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვის [ზვიად ხარაზიშვილი, მილერი ლაგაზაური], და "ალტ-ინფოს" ლიდერებისთვის [კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე] დაწესებულ სანქციებზე განცხადებით გახსნა 16 სექტემბრის ბრიფინგი.
კომპანია „ელთ ბილდინგი“ გამოეხმაურა ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებას იახტის შეძენის საქმეზე. ჩიკვაიძე, რომელმაც ბრალმდებლები ზეწოლაში დაადანაშაულა, აცხადებს, რომ პროკურატურის წინააღმდეგ მასალებს არჩევნებამდე გამოაქვეყნებს. მანამდე ის საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას გეგმავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათი ოჯახის წევრებს, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში".
კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები იღებენ პრეზიდენტის შეთავაზებას და ხვალ, 17 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთმანეთთან შესახვედრად მივლენ. მათ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრიდან მოუწოდა გაერთიანებისკენ.
აშშ-მა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი „კონსერვატიული მოძრაობის“, იგივე „ალტ-ინფოს“ ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს, სანქციები დაუწესა.
ჩამოტვირთე მეტი