Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთში ნატოს ძალების ლიდერი შვედეთი იქნება


ნატოს ემბლემა
ნატოს ემბლემა

ნატო მუშაობს სამხედრო წარმომადგენლობის განთავსებაზე ჩრდილოეთ ფინეთში, სადაც ლიდერის როლის შესრულება შვედეთს შეეძლება.

ეს მოიცავს წინმავალი სახმელეთო ძალების (FLF) სახელით ცნობილი, ნატოს მრავალეროვნული წარმომადგენლობის ადგილზე ყოფნის მოდელს და ჰგავს ალიანსის იმ წევრ ქვეყნებში განთავსებულ ძალებს, რომლებიც ასევე რუსეთს ესაზღვრებიან - თქვეს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პოლ იუნსონმა და ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი ჰიაკიანენმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო წარმომადგენლობის ადგილზე ყოფნის შესახებ პროექტი ნატოს ქვეყნების თავდაცვის მინისტრების სამიტზე ჯერ კიდევ ივნისში დამტკიცდა, თუმცა ახლა მას შვედეთის ხელისუფლების თანხმობა ესაჭიროება. პროექტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ფინეთი ნატოს წევრი ოფიციალურად გახდა 2023 წლის აპრილში, რაც იყო ამ სახელმწიფოს სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის ისტორიულ ცვლილება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG