Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინას უფლება აქვს, სამხედრო ოპერაცია გაატაროს კურსკის ოლქში


ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო. ჰელსინკი, 10 ოქტომბერი, 2023.
ფინეთის პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპო. ჰელსინკი, 10 ოქტომბერი, 2023.

უკრაინას უფლება აქვს, თავი დაიცვას და, შესაბამისად, სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს რუსეთის კურსკის ოლქში, განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ თავისი უკანონო აგრესია დაიწყო თითქმის სამი წლის წინ. ისინი ყოველდღე ესხმიან თავს უკრაინის მოსახლეობას, ქალაქებს, საავადმყოფოებს, სკოლებს, ინფრასტრუქტურას და ამიტომ მიმაჩნია, რომ უკრაინას უფლება აქვს, დაიცვას თავი და ნათელია, რომ მათ შეუძლიათ თავიანთი ოპერაცია გაატარონ კურსკში, თქვა ფინეთის პრემიერმა.

ჰელსინკიში დღეს იმყოფება ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კრისტენ მიხალი, რომელიც თავის პირველ საზღვარგარეთულ ვიზიტს ფინეთში ატარებს.

„ჩვენ მთლიანად ვუჭერთ მხარს უკრაინას მის სხვადასხვა ოპერაციაში და მე პირადად ვუსურვებ მათ წარმატებებს“, - თქვა მიხალმა ორპოსთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG