Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში საპროტესტო შიმშილობა დაიწყო პატიმრობაში მყოფმა ომის მოწინააღმდეგე ჟურნალისტმა


საარქივო ფოტო. რუსი ჟურნალისტი მარია პონომარენკო
საარქივო ფოტო. რუსი ჟურნალისტი მარია პონომარენკო

პატიმრობაში მყოფმა ციმბირელმა ჟურნალისტმა და ომის მოწინააღმდეგე აქტივისტმა მარია პონომარენკომ შიმშილობა დაიწყო მისთვის წაყენებული ახალი ბრალდებისა და ციხის ჩანაწერის გასაპროტესტებლად, რომელიც ამბობს, რომ მას რამდენჯერმე გამოეცხადა საყვედური პენიტენციური დაწესებულების წესების დარღვევისთვის.

ტელეგრამის არხი RusNews-ი, რომელშიც პონომარენკო მუშაობდა 2022 წელს დაპატიმრებამდე, ამბობს, რომ ჟურნალისტმა შიმშილობა გამოაცხადა მას მერე, რაც 16 სექტემბერს ნერვული კოლაფსი განიცადა თავის სასამართლოზე, რომელზეც დამატებით ადანაშაულებდნენ ციხის ორ ზედამხედველზე თავდასხმაში. პონომარენკო ამ ბრალდებას უარყოფს.

პონომარენკოს რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გაპროტესტების გამო 2023 წლის თებერვალში ექვსი წლით მიუსაჯეს პატიმრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG