Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნემცოვის სახელობის პრემია მიენიჭათ ციმბირელ ჟურნალისტ პონომარენკოსა და ომის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს


მარია პონომარენკო
მარია პონომარენკო

ციმბირელ ჟურნალისტს, მარია პონომარენკოს და კიდევ ოთხ ადამიანს - რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გაპროტესტებისთვის ციხეში არიან - მიენიჭებათ მიმდინარე წლის ბორის ნემცოვის სახელობის პრემია, "დემოკრატიული უფლებების და თავისუფლებების გაბედულად დაცვისთვის".

ბორის ნემცოვის ფონდმა ეს გადაწყვეტილება 12 ივნისს გამოაცხადა და თქვა, რომ "მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღების მიქცევას ასეთი ადამიანების ბედისადმი".

პონომარენკოს თებერვალში მიესაჯა ექვსი წლით პატიმრობა, უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით. პრემიას მიიღებს კიდევ ოთხი პოლიტპატიმარი: ნიკიტა ტუშკანოვი, მიხაილ სიმონოვი, მაქსიმ ლიპკანი და ვლადიმირ რუმიანცევი.

XS
SM
MD
LG