პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ეხმაურება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და აცხადებს, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი და ევროკომისია საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არჩევნების შედეგების არაღიარებაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება მან გააკეთა ორბელიანების სასახლეში, სადაც მის გვერდით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იდგნენ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და არ აპირებს პარლამენტში შესვლას. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციებზე შესვლამდე თქვა.
26 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1 დეკემბერია, თუმცა შესაძლებელია, მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო ადრეც შეიკრიბოს.
28-29 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ჩამოტვირთე მეტი