Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი


რადოსლავ სიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
რადოსლავ სიკორსკი, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი ეხმაურება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას და აცხადებს, რომ ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა იდგეს.

"საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს", - წერს იგი სოციალურ ქსელ X-ში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა ხმების 53,93%-ით. არცერთი მსხვილი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს შედეგებს და გაყალბებაზე საუბრობს.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 ოქტომბრის 16:00 საათისთვის საარჩევნო უბნების თითქმის 100 პროცენტი დათვალა. ხმები ასე გადანაწილდა:

  • "ქართული ოცნება" - 53,93%;
  • "კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,03%;
  • "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,161%;
  • "ძლიერი საქართველო" - 8,814%;
  • "გახარია საქართველოსთვის" - 7,771%.

ცესკოს ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობამ 58,94% შეადგინა, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 412-მა ამომრჩეველმა მიიღო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG