თუ ფიურერის ბოლო 120 დღე არ უკვდავყოფს ჰიტლერის სახელს, იგი გერმანელების ილუზიისა თუ ამნეზიის წყარო გახდება. იმ ილუზიისა თუ ამნეზიისა, რომელსაც დღესაც „წყალს უსხამს“ ზოგიერთი ისტორიკოსად წოდებული იდეოლოგი და რომლის ნგრევას წარსულის მკვლევარნი კვლავაც ცდილობენ...
ვინ არიან ის პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ქაოსის ცეცხლს შეშას არ აკლებენ? რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ამ ქაოსმა საქართველოზე?
ბოლო ათწლეულების ე.წ. "გენოციდომანიის" პირობებში, სიტყვა „გენოციდი“ გახდა იდეოლოგიურად ძალზე დამუხტული ტერმინი და მისი გამოყენება ისტორიული მოვლენის აღწერისას მხოლოდ ხელს უშლის წარსულის გააზრებას.
მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მხოლოდ15-25 წლის შემდეგ დაიწყებს აუშვიცი ნელ-ნელა შესვლას დასავლეთის ისტორიაში და მხოლოდ 80-იან წლებში გახდება აბსოლუტური ბოროტების სიმბოლო.
2013 წლის იანვრის ბოლოს, მოსკოვში გაიმართა რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის კრება.
თუ კედლის დაცემა გდრ-ის მოღრუბლურ ცაზე ცისარტყელასავით გამოჩნდა, დასავლეთის სხვა დედაქალაქებში ის კოკისპირულ წვიმად გადაიქცევა. ეს წვიმა უცბად გამოაღვიძებს ვაშინგტონს, ბონს, ლონდონსა თუ პარიზს.
„ებრაელობა ეს არის რასობრივი ტუბერკულოზი ხალხთა სხეულზე. ჩვენ უნდა დავივიწყოთ გრძნობის ანტისემიტიზმი: პოგრომები და აშ. და გადავიდეთ გონების ანტისემიტიზმზე, რომელიც მიზნად დაისახავს ებრაელებისათვის ყველანაირი უფლების ჩამორთმევას და მათ მოკვეთას“ - დაწერს მომავალი ფიურერი 1919 წლის 16 სექტემბერს.
პოლიტიკაში ტყუილს დიდი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1733 წელს ჯონათან სვიფტი პოლიტიკურ ტყუილს განსაზღვრავდა როგორც „ხელოვნებას, რომლის ფუნქციაა საჭირო სიცრუეში დაარწმუნო ხალხი“.
სიტყვებით „კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღმერთისა“, იესომ ევროპას სეკულარიზმი უანდერძა.
ისტორიული განათლება მთავარ როლს თამაშობს არა მარტო ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში, არამედ მითოლოგიის მიერ შექმნილი მტრის ხატის დანგრევაშიც.
როგორც გუშინ კაზმავდა კრემლი ევროპაში კომუნისტურ ტროის ცხენს, ისე არის იგი დღეს საქართველოში ე.წ. მართლმადიდებლურ-ცივილიზაციური საჯინიბოს ორგანიზებით დაკავებული.
1950 წლის ზაფხულში კორეის ნახევარკუნძულზე დაწყებულმა კონფლიქტმა ევროპის კონტინენტზე ცივი ომის ტემპერატურა მკვეთრად გაზარდა და წითელი ჩექმის აჩრდილი ხელახლა გამოჩიანა დასავეთ ევროპის მოწმენდილ ცაზე. 1950 წლის ცხელ ზაფხულს დასავლეთი იგრძნობს, რომ ცივი ომის ცხელ კონფლიქტად გადაქცევის ალბათობა დიდი იყო და კრემლის შეკავების მექანიზმზე დაიწყებს ფიქრს.
ფეხბურთი დღეს უნივერსალური რელიგია გახდა. ის რაც ქრისტიანმა მისიონერებმა საუკუნეების განმავლობაში ვერ მოახერხეს, მასმედიის საშუალებით რამდენიმე ათიოდ წელში მარადონამ და მესიმ გააკეთეს.
ას ათი წელია უკვე, რაც თურქეთის ელიტამ პოლიტიკური ისლამის წინააღმდეგ გაილაშქრა. და დღეს უკვე ბევრია დარწმუნებული, რომ სეკულარული თურქეთი ერდოანმა დაამარცხა.
სტალინის ამ უხამს რეზოლუციას ისტორიკოსები ხშირად ხსნიან, როგორც ჯუღაშვილის სიჯიუტეს, ერთი ხელის მოსმით უკუეგდო ნებისმიერი გაფრთხილება გერმანიის საბჭოთა კავშირზე მოახლოებული თავდასხმის გარდაუვალობის შესახებ.
1896 წლის 26 მაისს, 26 წლის ვლადიმირ ულიანოვი ჯერ არ იყო ლენინი, თუმცა უკვე მელოტი და წვერმოშვებული გახლდათ. ის დააპატიმრეს და სასჯელს იხდიდა პეტერბურგში არალეგალურ გაზეთ „რაბოჩეე დელოს“ გამოცემისათვის.
1945 წლის 30 აპრილს, სადილის შემდეგ, ჰიტლერი გამოემშვიდობება თავის გარემოცვას და ევა ბრაუნთან ერთად განმარტოვდება საკუთარ ოთახში.
გადავიკითხოთ სახარებები და გავიხსენოთ, რომ თვით იესო ნაზარეველს დასდებენ ბრალს ღმერთის წინააღმდეგ მკრეხელობაში და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში. ასე რომ, ცუდი პრეცედენტი ჯერ კიდევ 20 საუკუნის წინ შეიქმნა... ღირს მისი გამეორება?
ჩამოტვირთე მეტი