თუკი ეს ბარბაროსული "რემონტები"და უპასუხისმგებლო შეცვლა-შემოცვლები არ დასრულდება, საქართველოს მაგივრად საბოლოოდ კულტურისმიღმიერ აჯაფსანდალს მივიღებთ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ლამისაა განგაში გამოცხადებულა, საელჩოს მდივანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან შევარდნილა და კარიდანვე მიუძახებია.
სულაც არაა მნიშვნელოვანი, რამდენად მოგვწონს თუ არ მოგვწონს დღევანდელი „რუსთავი 2“, ან ვთვლით თუ არა მას თუნდაც ძნელად შეფარულ პარტიულ ტელევიზიად, – თუკი კონკურენტული და მთავრობისადმი კრიტიკული მედიის არსებობას დაემუქრება საფრთხე, ხვალ ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფ დემოკრატიასაც მოეღება ბოლო.
საზღვრები „მარტო“ ქართლში არაა გადმოწეული. კრემლის „ბანერები“ შუაგულ თბილისში, ამათ ოფისებში, ტელევიზიებში და გაზეთებშიც მყარად არის ჩაბეტონებული. თუმცა ასეთებს რამდენი ფულიც უნდა მისცე და რამდენჯერაც უნდა დაუბომბო ქვეყანა, მაინც მეტი და მეტი უნდებათ: „კიდევ გადმოწიე საზღვარი, კიდევ დაგვბომბე…“
ისინი, ვინც ჩემს შეტყუებას ცდილობენ ხოლმე რომელიმე ადგილობრივ სატელევიზიო თოქ-შოუში, ჩემს უარს - “არა, ვერ მოვალ”, ქედმაღლობის ან სნობიზმის გამოვლინებად მიიჩნევენ, სინამდვილეში კი მათთან სტუმრობაზე უარის თქმის მიზეზი არა კუდაბზიკობა, არამედ სტრესის შიშია, რადგან საქართველოში რესპონდენტად ყოფნა ტელემაყურებლად ყოფნაზე ბევრად სტრესულია.
ჩვენ ვიცით - მეფეები მრავლად გვყოლია, გვყოლია ერთიანი საქართველოს მეფეები და გვყოლია ყველა კუთხე-კუნჭულის მეფეც, გვყოლია ბაგრატ დიდიც და ბაგრატ რეგვენიც, ბრწყინვალე გიორგიც და გიორგი ავიც, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მეფეთა შორის გვყავდა ისეთიც, ვისი ხხენებაც ძალიან არ უყვართ ისტორიის მასწავლებლებს.
„25 თებერვალი“ უიღბლო და ვერაგი თარიღია, მასზე ფიქრი არავის უყვარს, რადგან ეს ვერგანდევნილი რიცხვები დღესაც, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგაც გვახსენებს, რომ თუკი ადამიანები, ადამიანთა ერთობა, ერი, უმთავრეს ღირებულებაზე ვერ თანხმდება, შესაძლოა, წინასწარმეტყველებად იქცეს ისტორია.
ფანატიკოსებს ყველაზე მეტად სიცილის ეშინიათ. ცინიზმი სხვაა. ცინიკოსები ისინი არიან, ვისაც არაფერი სწამს და თავისი მიზნების მისაღწევად იყენებს გონებადაბნელებულ ფანატიკოსებს.
ეს ძველი და შეგუებული შეგრძნებაა… იმდენად ძველი და შეგუებული, რომ წესით არც უნდა მთრგუნავდეს, მაგრამ მაინც ვბრაზობ, რადგან არ მინდა, რომ აი, ეს… ეს ნაგავი, ეს ზოოპარკი ჩემი ქვეყნის პარლამენტად იწოდებოდეს… და რომ ამ დაწუნებულთა შორის შემთხვევითი გზით გადარჩეულებს “ქვეყნის რჩეულები” ერქვათ!
გერმანიაში განვლილი წლის შეჯამების ყურადსაღები ლინგვისტურ-სოციალური ტრადიცია აქვთ: გასული წლის ყველაზე საშინელ სიტყვას ან სიტყვებს ირჩევენ და დიდი ხალისითა და შთაგონებით არკვევენ ამ სიტყვის (ან სიტყვების) წარმოშობისა თუ მოხმარების მიზეზებს. ეს ტრადიცია, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს საქართველოში.
პოლიტიკაში წასულ კაცებს რომ რაღაც უცნაური სჭირთ და მათთვის მრავალგვარი პრობლემისა თუ კომპლექსის საკომპენსაციო ადგილია პოლიტიკა, ეს მარკესამდე და ჩვენამდე ოცდახუთი საუკუნით ადრე, არისტოფანემ აღწერა თავის შედევრში “ლისისტრატე”.
კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ გაფრენილი ახალი სამასი კაცი მაინც აღარ შეიწიროს ერთმა ბოტოქსით ყვრიმალებდასიებულმა და სამუდამო მმართველად აღზევებულმა ჭკუიდან გადამცდარმა შარიკოვმა? ნუთუ შესაძლებელია, რომ ერთი კაცი აფერხებდეს ისტორიის ნორმალურ მსვლელობას? როდის უნდა შეიცვალოს ისტორია?
რა უცნაური და დამაფიქრებელია - ვუყურებ ჩემს ბიოგრაფიას და შევარდნაძე მახსენდება. და კიდევ რამდენი რამ გამახსენდება. შევარდნაძე, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი იდენტობის ნაწილად ქცეულა.
ნამდვილად არ მეგონა, თუკი ამდენ ქართველს გადავაწყდებოდი ცამეტმილიონიან პარიზში. ეტყობა, გერმანიის კანცლერის სკეფსისით ნაწყენმა ქართველებმა, რაკი სრულად არ გამოდის, ინდივიდუალურ რეჟიმში გადაწყვიტეს ევროატლანტიკურ სივრცეებში შესვლა-დამკვიდრება.
მოგეხსენებათ, არავინ იცის, სად დაგიხვდება (თუნდაც პარიზის ტერიტორიაზე) მელანქოლიურ ტურისტად გადაცმული ქართული რელიგიური პოლიცია, რომელიც არად დაგიდევს სააღდგომო ინსტინქტს და ხელად გამოგიცხობს მძვინვარე სტატუსს: “მხილებულია: კათოლიკებთან ერთად ლოცულობდა!”
ვიცი, დიმიტრი უზნაძე გენიოსი იყო და შესაძლოა ჩემი შთაბეჭდილებაც სწორედ განწყობის თეორიით გახლდეთ ნასაზრდოები, მაგრამ რაც პარიზში ჩამოვედი, აგერ უკვე მერამდენე დღეა, ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს.
აგერ, გაიჭაჭენ პროკურატურაშიც და ერთდროულად ათ საქმეზე დაიბარეს ექს-პრეზიდენტი (თუ მისი საგარეო ორეული), მაგრამ მოხვდათ ცხვირში და ახლა ლამისაა სატელეფონო მესიჯებით ჩაუტარონ დაკითხვა: “გაფიცებ, გვითხარი, სად მალავ მილიონებს”.
ჩამოტვირთე მეტი