ვიცი, დიმიტრი უზნაძე გენიოსი იყო და შესაძლოა ჩემი შთაბეჭდილებაც სწორედ განწყობის თეორიით გახლდეთ ნასაზრდოები, მაგრამ რაც პარიზში ჩამოვედი, აგერ უკვე მერამდენე დღეა, ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს, და რა ვქნა, მეჩვენება, რომ აქაური ჩიტები ბევრად უფრო მშვიდად, მძინარის შეუწუხებლად და ელეგანტურად ჭიკჭიკებენ, ვიდრე ჩემი თანამემამულე, გამწარებული ქართველი (ან საქართველოში შეყოვნებული) ჩიტები.
ჩიტები თბილისშიც აქტიურად იკრიბებიან ჩემი სახლის ფანჯრებთან ან (ახლომახლო არსებულ ხეებზე) და მიუხედავად მათდამი ჩემი პატივისცემისა, ვერ ვიტყვი, რომ დიდად კმაყოფილი ვიღვიძებ ამათი ჭიკჭიკის ქვეშ.
ხალხო, არ იფიქროთ, რომ ამჯერად ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების საგულშემატკივრო ტექსტს ვწერდე, მაგრამ ტყუილს ვერ ვიტყვი. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი თბილისელი და პარიზელი ჩიტების განსხვავებულობაში: აქაურები სასიამოვნოდ სტვენენ, ჩვენები კი აგრესიულად ჭყივიან!
თავიდან ვფიქრობდი, რომ მეჩვენება (აკი ამიტომაც ვახსენე “განწყობის თეორია”), თუმცა როცა აქ მცხოვრებმა ქართველებმაც იგივე დამიდასტურეს, ჭოჭმანს შევეშვი და სიბრალულით გავიხსენე ჩვენს ტერიტორიულ წყლებსა თუ მის მიღმა მოფრთხიალე ქართველი ფრთოსანები.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ ახლა არანაირ ალეგორიას არ მივმართავ და ჩიტებში მართლაც ჩიტებს ვგულისხმობ, სხვას არავის და არაფერს.
უნდა გესმოდეთ, რა ხმით ჩამჭყივიან ჩიტები თბილისში! კი არ ჭიკჭიკებენ, ბღავიან! ეს არაა სტვენა, ეს განწირულთა წივილია.
შეიძლება თუ არა, რომ ჩიტი ბავშვობისდროინდელი ცურვის მასწავლებლის სასტვენის ხმას უშვებდეს? როგორც ჩანს, შეიძლება, რაკი ჩვენი ჩიტები ნევროტულად და გაბმულად წივიან.
აუცილებლად უნდა ჩავწერო პარიზელი ჩიტების ჟღურტული და მერე ჩვენებს შევადარო, გაოგნდებით, ისეთ სხვაობას მიიღებთ.
საქართველოში ერთი ჩიტი ბუდობს ჩემს მახლობლად და უკვე წლებია (!) კაი გაბრაზებული პენსიონერი ქალბატონის ხმით გმინავს. რას ვუშვებით ამ ჩიტებს არ მესმის! ჩვენგან გადაუდით აგრესია?
და ძაღლებზე აღარ იკითხვთ?
აქ ხომ ძაღლის ყეფას ვერ გაიგონებ. დასეირნობენ მშვიდად ბაღებში და რომ დაიბნე და გზას დაეკითხო, შეიძლება სენ სიმონის ფრანგულით გაგცენ პასუხი.
დიდებული ძაღლები ჰყავთ, ერთი სიამოვნებაა ამათი ცქერა.
და ჩვენთან? თბილისში ძაღლი ჰყავს ჩემს მეზობელს (არ ვიცი, სახლში, არ ვიცი, ეზოში) და კი არ ყეფს ან ყმუის, ტირილით კნავის! ჰო, ძაღლი და არა კატა! და მე თქვენ გეკითხებით, შეიძლება თუ არა, რომ ძაღლი კნაოდეს? რა ჯანდაბაა, ვერ ვხვდები.
არავის ვერჩი, მაგრამ პრინციპში მთლად ნორმალური მოვლენა არც ის უნდა იყოს, რუსთაველზე რომ მამლის ყივილი გესმის გამთენიისას. რაკი ცხოველებზე და ფრინველებზე მიდგა საქმე, ეს მამალიც უნდა გავიხსენო: სანამ ჩიტები დაიწყებენ ბღავილს დ ვიდრე ის საწყალი ძაღლიც აჩხავლდება კნუტივით, მანამდე სადღაც ზევიდან (იმედია, არა მთაწმინდის პანთეონიდან) ჩამოისმის, ჩემი აზრით, სრულიად არაადეკვატური მამლის ყივილი. არაადეკვატური კი იმიტომ, ეს მამალი რატომღაც შუადღისთვის იწყებს კივილს და არა გამთენიისას.
ერთი იმასღა ვნატრობ, იმ ზვიგენებმა არ გამოამტვრიონ ოქროყანის აკვარიუმი, თორემ მერე ნახეთ ჩვენი წვალება.
რა ქვეყანაა! ძაღლები წივიან, ჩიტები ღნავიან, მამლები ხავიან, ადამიანები ყეფენ, შინაგან საქმეთა მინისტრს დამწვარ ბორბალთა რევოლუცია ელანდება, და ამ დროს, არავინაა იმის მიმხვედრი, რომ შესაძლოა ამ პატიოსან ბავშვს ბუასიც ეშინოდეს და ამიტომ ბევრად უფრო ყურადღებით უნდა იყოს მისი პრესმდივანი, ან, გნებავთ, მშობელი, რადგან სამყარო “დამწვარ ბორბლებზე” ბევრად სერიოზული ხიფათებითაა სავსე.
მაგრამ ვინ ფიქრობს ჩვენთან ან ბავშვებზე, ან ცხოველებზე?
კარგი, ჩემს ჩიტებს თავი დავანებოთ, ბავშვს შეიძლება მილიონი ვინმე გამოელაპარაკოს, არ უნდა მიაქციო ყურადღება, ვის ეპასუხება და როგორ? შეიძლება ისეთები დაფქვას, ჩემ მტერს.
როდის უნდა გაიზარდნონ ჩვენი პატარა ხელმძღვანელი მუშაკები?
ჩემი ჩიტები სწორედ ამაზე წივიან.