ნუ, კარგი. ეს ბოლო ორი მე მოვიგონე (ამას კი მათთვის ვწერ, ვისაც როგორც აღმოჩნდა, რაც არ უნდა დავწერო, ყველაფერი სიმართლე ჰგონია... რა მოჰყვა ჩემს ორი კვირისწინანდელ ბლოგს, ამაზე სხვა დროს გიამბობთ), მაგრამ ამაზე ნაკლებად აბსურდული როდი იყო პატრიარქისა და აჭარული აჰასფერის, ასლან აბაშიძის შეხვედრა... აი, სასწაული! პატრიარქმა მკვდარი აღადგინა!