რამდენიმე დღის წინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენი პოლიტიკური აწმყოს აღწერა და ანალიზი სრულიად შესაძლებელია ორი ფიზიოფსიქოლოგიური ბგერით (თუ ამოძახილით):
ესაა შეცხადება და ქშენა.
ჯერჯერობით ამ ორ ხმოვან სუბსტანციას შორის ვართ გაჭედილები.
ჩვენს ზემოთ ქშენენ და გაოცებულები (ან ვითომ გაოცებულები) იცხადებენ!
საინტერესოა, ვინაა მთავარი მქშინავი და მთავარი შემცხადებელი.
ნუ, ცხადია, პრეზიდენტი - მქშინავია, პრემიერი კი შემცხადებელი...
და ეს მათი პოლიტიკური ცხოვრების ფორმაა.
ვინც ნახა პრეზიდენტის "ბოლო ინტერვიუ საპრეზიდენტო რანგში", იმას არასდროს დაავიწყდება, როგორ ქშენდა მთავარი გმირი მთელი სიუჟეტის განმავლობაში... და არა მხოლოდ იმიტომ, რომ პერანგში ხმააწეული მიკროფონი ჰქონდა გაჩხერილი და თვითონ კი ან ველოსიპედზე იჯდა და ან კიბეებზე არბოდა: ის ქშენდა არა დაღლილობის, არამედ სწორედ დაუღლელობის გამო!
ეს იყო არა ქანცგაწყვეტილი, არამედ მოუსვენარი, მსუნაგი, იმორალური (ამ "ი"-ს მნიშვნელობა აქვს) და მრავალგვაროვანი ვნებით ატანილი პოლიტიკოსის ხმა...
არ მეგონა, თუკი პოლიტიკური ცხოვრება - და, პრინციპში, გარკვეული ისტორიული მონაკვეთი - რომელიმე ფიზიოეგზისტენციალური ხმოვანი ფონით დამამახსოვრდებოდა...
და აი, დამამახსოვრდა: ქშენა, როგორც მმართველობის კარაოკე.
ეს ქშენა ჩაგვესმოდა ცხრა წელიწადი... ქუჩაში თუ გარეთ, მინუსით თუ პლუსით, ბუნებრივად თუ ზებუნებრივად (თითქოს ხმის გამაძლიერებლებიდან).
ამ ქშენის ფონზე (და სწორედ ამ ქშენით) იშვა კარგიც და ცუდიც, საშინელიც და ჯერარმომხდარიც, ჯანმრთელიც და ავადმყოფურიც, საამაყოც და სამარცხვინოც.
ოღონდ ვინც ქშენდა, ის არ გადაღლილა. ჩვენ დავიღალეთ.
ახლა კი შეცხადებების ეპოქაში ვართ.
პრემიერი შემცხადებელია და არა მქშენელი.
და ამ შეცხადებებს ბოლო არ უჩანს, რადგან ამ შეცხადებებით ადვილია ცხოვრება. თუმცა მხოლოდ მისთვის და არა ჩვენთვის.
უი, რას ამბობთ!
უი, არ ვიცოდი!
უი, როგორ ვთქვი!
უი, როგორ გეკადრებათ!
უი, როგორ არ მითხარით!
უი, არ მეგონა!
უი, ეს ვინ ყოფილა!
უი, რას ვიფიქრებდი!
შეცხადება დიდი სიბრძნის ნიშანია. რომ შეიცხადებ, ნაკლებად მოგედავებიან. ან, საერთოდ, ვერა... შემცხადებელი - წმინდაა, შეცხადება - სანდო... არ იცოდა. არ უთხრეს. ვერ ააწვდინეს...
შემცხადებელი ნერვებს არ გიშლის (მქშინავის მსგავსად), თუმცა დრო მაინც სწრაფად გადის... და შეიძლება ისე გაირბინონ ამ წლებმა (და ისტორიაც ისე შეიცვალოს), რომ ბოლოს მხოლოდ შეცხადებებიღა შეგრჩეს: უი, რა მითხარით! უი, არ მეგონა! უი, მე ხომ კარგი მინდოდა!
ხო, ყველას კარგი უნდოდა თავიდან...