ექსმესია სააკაშვილს (პრეზიდენტობის ჟამს) ერთხელაც არ უკამათია ოპონენტებთან პირდაპირ ტელედებატებში! აბა, რა, ამას როგორ იკადრებდა! ვიღაც ორღობის მმართველ ობამას, მერკელს, ოლანდს ან რაიმე ამგვარ წვრილფეხობას ხომ არ მიბაძავდა! აგერ, რუსთ-მესია პუტინის სახით, მშვენიერი მისაბაძი გვყავდა, გვყავს და კიდევ დიდხანს გვეყოლება ზეჩრდილოეთში - ხომ ფაქტია, რომ არც ის კადრულობს დებატებში მონაწილეობას!.. ეს ხომ პოლიტიკური ბუნების კანონია: ბოლოს და ბოლოს, აუცილებლად ემსგავსები შენს მტერს!.. და აჰა, თურმე, არც ახალი სამესიო კანდიდატი ფიქრობს თანასწორთა შორის პირველობის მოპოვებაზე! აბა, რა, ეს რა საკადრისია! თან, მით უმეტეს, საქართველოში... პოლიტიკური კულტურის ამ ბრწყინვალე სავანეში!..