ჩემო ძვირფასო თანამოქალაქენო, მაქვს პატივი, ზოგ-ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, კიდევ მოგილოცოთ ახალი წელი პრეზიდენტის რანგში!
მძიმე პოლიტიკური წელიწადი გავიარეთ, თუმცა უდავოდ კულტურულად და ღირსეულად! ამას, ბოდიშს ვიხდი, ყველა ხედავს...
გასულ წელს უამრავი საქმე გაკეთდა: როგორც იქნა, დასრულდა ბაგრატის ტაძრის მშენებლობა, აღდგა ბათუმის ანბანის კოშკი, დაარსდა ქუთაისი (თავისი პარლამენტითურთ), მოინიშნა ლაზიკის აკვატერიტორია, გათავისუფლდა ავღანეთი, დეპუტატი გ.ბარამიძე ინდივიდუალურად შევიდა ნატოში, პუტინს ფატალურად გაუკავდა წელი, ერთი მუჭა პატრიოტებმა ენერგიულად მოიგერიეს პუშკინის სკვერში გამაგრებული რუსეთუმეები (უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთებს ნატოს არც ერთ ქვეყანაში არ დაადებინებდნენ პუშკინის ქანდაკთან გვირგვინოვან ყვავილებს! სწორედ ესაა ჭეშმარიტი ევროპელობა: შეუბრალებლად ჩაწიხლო განსხვავებულად და ავად მოაზროვნე იდეოლოგიური ოპონენტი, მით უმეტეს - ბეჩავი), არჩევნებამდე გაიცა პრემიები განსაკუთრებულად საზრუნავ და უხმაურო მინისტრებზე (ზოგმა თავად დაიწერა რამდენიც უნდოდა), ექსჯანდაცვის მინისტრმა, ამ მხრივ ყველაზე მეტად გამოიჩინა თავი...
ერთი სიტყვით, რაც უშუალოდ ჩვენს გუნდს ევალებოდა, პირნათლად და პატიოსნად აღსრულდა! არ ვიკადრეთ, თორემ ზოგ-ზოგიერთებს თავბედს ვაწყევლინებდით ოქტომბრის პირველ დეკადაში... განსაკუთრებით, ხაშურის შიდა პერიმეტრზე. როგორც იტყვიან, მართლაც ლანგრით მოგართვით დემოკრატია!
საპრეზიდენტო ვადაც კი მოვიკელი 5 წლამდე და ახლა 10 თვით მეტხანს მომიწევს ამ უმძიმეს და პასუხისმგებლობით აღსავსე თანამდებობაზე ყოფნა (დემოკრატიას, ბოდიშს ვიხდი, სხვანაირი ათვლა აქვს: 10 თვე არაფერია ისტორიისთვის. გთხოვთ, ნუ დავწვრილმანდებით).
ასე რომ, როგორც პრეზიდენტმა შესაძლოა სექტემბერშიც მოგილოცოთ ახალი წელი (საეკლესიო კალენდით სექტემბერშიცაა - წმინდა სინოდს ნამდვილად ვერ გადავახტებით თავზე).
მაგრამ თქვენ კი როგორ მოიქეცით, ძვირფასო თანამემამულენო?
მოდი, პირდაპირ ვთქვათ: სამარცხვინოდ!
ვის გაუბედეთ ეს?!
თქვენ გამო ენაგადმოგდებული დავრბოდი მთელი წელიწადი!
ხმის იოგები ჩავიწყვიტე თქვენი ქებით - ქართველები ასეთები არიან, ქართველები ისეთები არიან! უკაცრავად, ახლა კი გამოჩნდა, რანაირებიც ყოფილხართ! უმადურები, დაუნახავები და მენტალურად დაინვალიდებულები!
გყავდეთ ახლა ეს, უკაცრავად და, მართლაც საუკუნოდ ჩაურეცხავი ხალხი და ელოდეთ ტარიფების დაწევას! იმედი ბოლოს კვდება.
არ გინდოდათ თანამედროვე "ვერის უბნის მელოდიები"? ახლა უსმინეთ დღე და ღამე ლიზა ბაგრატიონს!
არ გინდოდათ სიმშვიდე და სტაბილურობა? ახლა ელოდეთ, როდის გამოვლენ ციხეებიდან პედოფილები, ტყვეთა მსყიდველები, პირწავარდნილი ჯაშუშები და შეფარული ზოოფილები!
არ გინდოდათ საინტერესო ცხოვრება? ბოდიშს ვიხდი, ეყარეთ ახლა უინტერესოდ!
გამორთეთ საერთოდ ტელევიზორი!
თქვენ არ ხართ ჩემი ღირსი!
ნუ მიყურებთ!