რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.
გალსა და ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში. ორივე რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ არჩევნების გამო გამშვები პუნქტები ჩაკეტა.
"ეს არის ფარისევლობის მწვერვალი - რუსული პროპაგანდა ქართული ვერსიით. საქართველოს მმართველ პარტიას მეტი ღირებული არაფერი აქვს კამპანიისთვის? სხვა არაფერი ამომრჩევლების მოსაზიდად? ომის საფრთხის ნარატივს იყენებს ლუკაშენკა, რომ როგორმე გაიუმჯობესოს რეიტინგი".
გაფიცვის 33-ე დღეს, „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომელთა ნაწილმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. იმავე დღეს აქცია წამოიწყეს დასაქმებულებმაც და გაფიცულ კოლეგებს მოუწოდეს, პატივი სცენ მათ გადაწყვეტილებას, მუშაობა განაგრძონ.
5 ივნისს რამდენიმე ონლაინგამოცემამ და ტელევიზიებმა თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნეს სოციალურ ქსელებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ბუდუ ზივზივაძის რამდენიმე ფრაზა წინა დღით იუტუბზე ატვირთული ინტერვიუდან.
47 წლის კახა მურადოვი "აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას მტრულ სპეცსამსახურებს აფხაზეთის რესპუბლიკის საზიანოდ", - აცხადებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური, რომელიც იუწყება, რომ "საქართველოს ჯაშუში" 2024 წლის 24 აპრილს გაგრაში, "ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე" დააკავა.
საპროტესტო გამოსვლები, რომელიც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების ხელახალ გადაწყვეტილებას - მიიღოს კანონი "აგენტების შესახებ", ინტერესისა და დისკუსიის საგანია ოკუპირებულ აფხაზეთშიც. მსგავსი კანონპროექტი თავის განხილვას ელოდება დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტშიც.
აფხაზეთში საოჯახო საქმეები ისევ ელექტროენერგიის განრიგის შესაბამისად იგეგმება. მოსახლეობას დღე-ღამეში დენი 6 საათით ეთიშება. ენერგეტიკულ კრიზისს ორი ძირითადი მიზეზი აქვს - რუსეთმა აფხაზეთს დენის მიწოდება შეუმცირა, რასაც ახლა ენგურჰესის გათიშვაც დაემატა.
ყოველი მესამე ადამიანი საქართველოში სოციალურ შემწეობას ან უკვე იღებს, ან ითხოვს. ასეთი მოქალქეების რიცხვი კი წლიდან წლამდე არათუ მცირდება, პირიქით, იზრდება. სოციალურ პროგრამას ხარვეზები აქვს - ერთი მხრივ, სახელმწიფო ვერ ხედავს მათ ნაწილს, ვინც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, მეორე მხრივ კი, მათ, ვინც შემოსავლებს მალავს და სახელმწიფოს დახმარების მიღებას ასე ახერხებს.
უკვე გამოქვეყნდა განათლების მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ ბაკალავრიატის სამწლიანი და მაგისტრატურის ერთწლიანი პროგრამებიც დანერგონ.
ეპილეფსიის მართვისთვის აუცილებელი წამლები დროდადრო ძნელი საშოვნელი ხდება, გარდა ამისა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წამლების ნაწილი საქართველოში საერთოდ არ არის რეგისტრირებული. პაციენტები და მათი ექიმები ჰყვებიან, რომ წამლის შოვნა საქართველოში არანაკლები გამოწვევაა, ვიდრე დაავადების მართვა.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დევნილებად არამარტო ადამიანები, არამედ სახელისუფლებო ორგანოებიც იქცნენ. მათ დედაქალაქში გადაინაცვლეს და დღემდე თბილისიდან აგრძელებენ მართვას. თუმცა წლებთან ერთად მწვავდება დებატები ამ სტრუქტურების ეფექტურობასა და საჭიროებაზეც კი.
"ჩვენთან არავინ იტყვის, ჩამოველ საქართველოში, არამედ ვბრუნდები სამშობლოში", - ამბობს 39 წლის ანტონ იოსელიანი, მე-17 თაობის ფერეიდნელი ქართველი. იოსელიანების ოჯახი მე-6 წელია, რაც საქართველოში ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, რომ აქედან წასვლას არ აპირებდნენ, შეიძლება იძულებულები გახდნენ.
საქართველოს ქსელურ სუპერმარკეტებში დასაქმებული მუშახელი იმაზე იაფი, სამუშაო პირობები იმაზე რთული, მაღაზიაში დასაქმებულთა უფლებები კი იმაზე დაუცველია, ვიდრე წარმოგედგინათ.
28 წლის ნათია ბახტაძის ცხედარს გალის რაიონში, მდინარე ენგურში, ვარდნილჰეს 3-თან და ზღვის აკვატორიაში მე-2 დღეა ეძებენ.
მე-11 დღეა, რაც გერმანიაში გაფიცვას აგრძელებენ ქართველი, ტაჯიკი, ყაზახი და უზბეკი მძღოლები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს, მთავრობის აპარატისა და სამინისტროების 2020-2021 წლების საქმიანობა შეისწავლა და დარღვევები გამოავლინა.
აფხაზეთის ხელმძღვანელობა გალის რაიონის ტურისტული პოტენციალის გამოყენებას გეგმავს. გასულ კვირას, 30 წლის განმავლობაში პირველად, გალში აფხაზეთის ტურიზმის ე.წ. სამინისტროს წარმომადგენლები საქმიანი ვიზიტით ჩავიდნენ და ადგილობრივებს რუსი ტურისტების მოზიდვას დაჰპირდნენ.
პირველი შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებსა და "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ექიმებს შორის, რომლებიც აპროტესტებენ კლინიკასთან დაკავშირებულ მთავრობის გეგმებს. სამედიცინო პერსონალმა თამარ გაბუნიასა და ილია ღუდუშაურს მოთხოვნები პირადად გააცნო.
ჩამოტვირთე მეტი