რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.
"საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას შეეცდებიან", შეერთებულ შტატებს კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნა უნდა, "საქართველოსთან ომის ალბათობა მაღალია" - ასეთი შეფასებები მოჰყვა სოხუმსა და ცხინვალში თბილისში რუსთაველის გამზირზე 7-9 მარტის საპროტესტო აქციებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გალელებს ავალდებულებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ისინი აფხაზეთში ბრუნდებიან, სურსათისა და პროდუქტების გადატანის ნებართვა მათგან ითხოვონ.
7-9 მარტს თბილისის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციებს თვალს ადევნებდნენ სოხუმსა და ცხინვალშიც. პარლამენტის წინ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე გამოსული ერთ-ერთი დემონსტრანტის ფრაზა სოხუმში ომის მუქარადაც კი აღიქვეს.
ნებისმიერ წამს სიკვდილის შიში, აფეთქებების ხმა, ყოველდღიური განგაში, უშუქობა, უწყლობა - არაფერი დარჩა ისეთი, როგორც ერთი წლის წინ იყო. უკრაინაში დარჩენილები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რა შეიცვალა მათ ცხოვრებასა და ქვეყანაში ომიდან 1 წლის შემდეგ.
თავდაცვის ახალი კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში სასულიერო პირებს მართლმადიდებელი ეკლესიიდან კვლავ შეეძლებათ ისარგებლონ უფლებით, არ გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, ყველა სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრებს ეს უფლება არ ექნებათ.
საქართველოს პარლამენტში პირველივე ცდაზე დარეგისტრირებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მსგავსი დოკუმენტი წლებია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში განხილვის დაწყებას ელოდება.
დუშეთში მოსახლეობა ფაქტობრივად ორად გაიყო მას შემდეგ, რაც 13 თებერვალს ქალაქის ცენტრში სამი მიუსაფარი ძაღლი ერთდროულად კრუნჩხვებით მოკვდა.
ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით "ვოლტის" კურიერებმა დღეს, 15 თებერვალს, მეორე საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ასევე პროტესტის ნიშნად აპლიკაციები გამორთეს და დღის პერიოდში კომპანიის მომსახურება დროებით შეჩერდება.
"ბოლტის" პარტნიორი მძღოლები საპროტესტო აქციებს მართავენ 2023 წლამდე არსებული ტარიფების დაბრუნებისა და საკომისიოს შემცირებით მოთხოვნით. 5 თებერვალს, უნივერსიტეტის ქუჩაზე, თბილისში ისინი ამ წელს უკვე მესამედ შეიკრიბებიან.
აფხაზეთიდან დევნილები, რომელთა ოჯახებსაც 1992-1993 წლების ომის შემდეგ ჯერ აფხაზეთის და შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუწიათ, ამბობენ, რომ საქართველო ახლა მათ მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ეუბნება.
ბიჭვინთის საიდუმლო შეთანხმება, ენერგოკრიზისი აფხაზეთში, ლუკაშენკას ვიზიტი, ე.წ. არჩევნები სამხრეთ ოსეთში, გზის გახსნა ახალგორელებისთვის, შეჩერებული რეფერენდუმი - ეს იმ მნიშვნელოვანი ამბების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წელს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მოხდა.
როგორც წესი, საახალწლო დღესასწაულებამდე ორი კვირით ადრე, აფხაზეთში ციტრუსის ექსპორტი პიკს აღწევს, მაგრამ წელს ასე არ არის.
2023 წლიდან დევნილობაში დაბადებული ბავშვებს სახელმწიფო ბინებს აღარ მისცემს. ეს ახალი წესია, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა, 15 დეკემბერს მეორე მოსმენით განიხილა და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას დაუჭირა მხარი.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა ბუხულეიშვილმა 2 დეკემბერს ფეისბუკში დაწერა, რომ ბაღდათის ერთ-ერთი სკოლის დირექტორმა მას ვაკანსიაზე გაგზავნილი საბუთების უკან გატანა სთხოვა, უარის შემდეგ კი სახლში მიაკითხა.
აფხაზეთი ბიჭვინთის ცნობილ სახელმწიფო აგარაკსა და მის გარშემო 186 ჰექტარ ტერიტორიას რუსეთისთვის გადასაცემად ამზადებს.
ჩამოტვირთე მეტი