რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.
საქართველოში პირველი ქვიარ და ფემინისტური პოლიტიკური პარტია შეიქმნა. მემარცხენე ცენტრისტული პარტია "მწვანეები" 27 ნოემბერს კლუბში "მტკვარზე" ფემინისტური და პოლიტიკური დრეგ პერფორმანსის თანხლებით დაფუძნდა.
"სულით და გულით ქართველი იყო, იბრძოდა და დაიღუპა უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის", - ეუბნება რადიო თავისუფლებას უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის კონსტანტინე ქურსუას ნათესავი ლია ქვაჩახია.
შეანელებს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების აკრძალვა შენგენის ზონაში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ არაფორმალურ დიალოგს, რომელიც ათწლეულებია ძირითადად ევროპაში იმართებოდა?
რუსი ოჯახი ცნობილ ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს თაღლითობაში ადანაშაულებს. ოჯახმა ადვოკატების დახმარებით გამოძიების დაწყებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს - პოლიციასა და პროკურატურას უკვე მიმართა.
დანიილ დეევი, რომელიც უკრაინაში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დანაშაულის ჩამდენთა სიაშია შეყვანილი, საქართველოში თითქმის ერთი თვეა ცხოვრობს. ამის შესახებ დეევი ინსტაგრამზე თავად წერს:
პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს დღეს 2 უცხოელი ექსპერტი შეხვდა. მათ გარდა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას კიდევ 3 საერთაშორისო სპეციალისტი შეაფასებს.
საქართველოში თხილის მოსავლის აღება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ფერმერები დაბალ ხარისხსა და ფასზე უკვე ჩივიან. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ხარისხი თხილის გაშრობის შემდეგ გამოჩნდება. სეზონის დაწყებამდე ქართული თხილის საექსპორტო ფასი ბოლო 8 წლის მინიმუმამდე დაეცა.
ბიჭვინთის ცნობილი სახელმწიფო აგარაკის და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში მოსკოვთან შეთანხმების ტექსტი უკვე გადაგზავნილია.
დღეს, 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების პოზიცია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
საქართველოში 40-ზე მეტი ორგანიზაციაა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ფონდის "რუსულ სამყაროსთან" არიან დაკავშირებულნი და უშუალოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფინანსდებიან - ამბობს თავის ბოლო კვლევაში მედიის განვითარების ფონდი (MDF).
ფინალური გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარების მოთხოვნით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის შენობაში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.
ჩამოტვირთე მეტი