რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.
17 მაისიდან ქვემო ქართლის ტელევიზია TV4 რადიკალური ჯგუფის მომზადებულ ახალ ამბებს გადასცემს. ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში მაუწყებელ არხზე "ალტ-ინფოს" საინფორმაციო გამოშვებებისა და "დღის კომენტარის" ტრანსლირება დაიწყო.
აზიის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ და ჰყვებიან, რომ ქვეყანაში მათ შემოსვლისა და ცხოვრების უფლება ეროვნებისა და მოქალაქეობის გამო არ ეძლევათ.
დარეჯან მაისურაძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ვიცე-პოლკოვნიკი, დასავლეთ უკრაინაში, ტერიტორიულ დაცვაში მსახურობს.
ბათუმელი მიხეილ ბერიძე კიეველი ექიმია. 11 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, რეზიდენტურა უკრაინაში გააგრძელა და როდესაც დარჩენა შესთავაზეს, უარი არ უთქვამს. ის კიევის ამოსოვის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის თანამშრომელია.
10 ქართველი მოხალისე ექიმი უკრაინის დასავლეთით, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში გაანაწილეს. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომელ ქალაქში რა დახმარებას უწევენ ისინი უკრაინელებს.
საქართველოში უკრაინის საკონსულოსთან რიგები დგას. ათეულობით ადამიანს ომის გამო ისე მოუწია ქვეყნიდან გამოქცევა, რომ საბუთები წესრიგში არ ჰქონდა.
უკრაინიდან რუმინეთში, რუმინეთიდან პოლონეთში, პოლონეთიდან საქართველოში - ეს 33 წლის ანა ზოლოტუხინას გრძელი გზაა, რომელიც მან უკრაინიდან რუსეთში ევაკუირებული მამის საქართველოში ჩამოსაყვანად გაიარა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის ორი უბნის მცხოვრებლები სახლებს ცლიან. 27 მარტს დასახლებაში, მიწის დიდი მასა დაიძრა და პირველი სახლი ჩაიყოლა. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მას კიდევ 10 მიჰყვა. სოფლის გზებსა და ნაკვეთებში ნაპრალები გაჩნდა და ღობეებიც გადაწვა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში საცხოვრებელი სახლები ინგრევა. ადგილობრივების გადმოცემით, პროცესებმა, რომლებიც დაახლოებით 2 კვირის წინ გამწვავდა, 20-მდე სახლი დაბზარა, რამდენიმე კი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ საცხოვრებლად უვარგისი გახადა.
უკრაინაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი ზაზა ბუაძე კიევში უკვე 15 წელია ცხოვრობს. რადიო თავისუფლება მას პირველად ომის დაწყებიდან მეორე დღეს ესაუბრა. 25 თებერვალს ზაზა ბუაძე ჯერ კიდევ კიევში იყო და შიშობდა, რომ რუსი სამხედროები დედაქალაქს უახლოვდებოდნენ.
ხვალ, 26 მარტს უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს, დავით რატიანსა და გიორგი ბერიაშვილს დაკრძალავენ. მათი ცხედრები საქართველოში 24 მარტს ჩამოასვენეს, თუმცა სამშობლოში არ გადმოუსვენებიათ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბახვა ჩიქობავა, რომელიც 19 მარტს მარიუპოლში დაიღუპა.
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, საქართველოს რუსი და ბელარუსი მიგრანტების ნაკადი მოაწყდა. მალევე, თებერვლის ბოლოს, თბილისში ბინის ქირის ფასი გაორმაგდა და ზოგიერთ შემთხვევაში გასამმაგდა კიდეც.
18 მარტს ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი მებრძოლებიდან ორი - დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა. მეორე დღეს გავრცელდა ამბავი მესამე ქართველი მოხალისე მებრძოლის ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებაც.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი მებრძოლებიდან ორი დაიღუპა. ისინი უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღეებიდან იბრძოდნენ.
51 წლის სვიტლანა ლიშჩინსკა უკრაინელი კინორეჟისორია, რომელსაც ომმა კიევში მოუსწრო.
10 მარტი, რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის მე-16 დღე. იუსტიციის სახლის დარბაზი ხალხითაა სავსე, უცხო ქვეყნის ბევრ სხვა მოქალაქეს შორის თვალით სლავური გარეგნობის ადამიანებს ვეძებ, სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ იუსტიციის სახლში "რუსების რიგები დგას", ვერ ვიტყვი, რომ ბევრნი არიან.
სტატია განახლდა 2020 წლის 16 მაისს. მას დაემატა ფეისბუკგვერდ "Walheim Dragon Lead - Traffic system"-ის პასუხი რადიო თავისუფლების შეკითხვაზე.
34 წლის ლადო გამსახურდია უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი მებრძოლია.
ჩამოტვირთე მეტი