მართალია, ვანო მერაბიშვილს 7 აგვისტო 7 ნოემბერში ალალად ერევა, მაგრამ ეს სწორედ მისთვის არის სასარგებლო.
ქართული ტელევიზიებისთვის შვიდ აგვისტოს ისეთ ადამიანს რომ ეცქირა, ვინც შარშანდელი ომის შედეგები არ იცის, დანამდვილებით იტყოდა, რომ საქართველო მოგებული ომის წლისთავს აღნიშნავდა.
ძვირფასო კომენტატორებო! დღევანელი ბლოგი მიხეილ სააკაშვილის გასაკრიტიკებლად არ დამიწერია. ბოლო ორი კვირაა, იმას ვცდილობ, თქვენი დახმარებით ავხსნა, რა და რატომ ხდება ჩვენს ქვეყანაში.
საპროტესტო ტალღის განლევის შემდეგ ორი ტენდენცია შეინიშნება: აპატიმრებენ ოპოზიციის აქტივისტებს რეგიონებში და აპატიმრებენ ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს თბილისში.
ხელისუფლებამ დაკარგა ეფექტიანად ქცევის უნარი, ხოლო სამართლიანად ქცევის უნარი ვერ შეიძინა, რის გამოც ვითარება საგანგებოდ არაპროგნოზირებადი გახდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტი საქართველოში, ხელისუფლებასთან ერთად, საგანგებოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ოპოზიციისთვისაც.
იმისათვის, რომ სიცილის უნარი სამუდამოდ არ დავკარგოთ, როგორღაც მშვიდობიანად და ჭკვიანურად უნდა ჩამოვხსნათ ხელოვნური ყვავილები ჩვენი აივნებიდან.
საკუთარი პარტიის შექმნით ირაკლი ალასანიამ მის მიმართ არსებულ მნიშვნელოვან კითხვებს უპასუხა. მაგრამ არის ერთი გარემოება, რაც ალიანსის ლიდერს სერიოზული გამოწვევის პირისპირ ტოვებს.
ამჟამინდელ საპროტესტო მოძრაობას ჯერ არ უპოვნია (იქნებ, არც უძებნია) სიტყვა, რომელიც ზუსტად ასახავდა ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის თუ საზოგადოების მთავარ პრეტენზიას.
გაზაფხულის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმედგაცრუებულია როგორც ხელისუფლებით, ისე – ოპოზიციით. იზრდება მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალაზე, ახალ ლიდერზე.
პოლიტიკური დაპირისპირების პროცესში მოლაპარაკება მეტად ქმედითი და ფაქიზი იარაღია. ამ იარაღს თითოეული მხარე პასუხისმგებლობით ეკიდება და სათავისოდ იყენებს.
არსებობს ეჭვი, რომ ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მხარდაჭერისა და თანხების მოძიების მიზნით დადიან. რატომ არ აფინანსებენ ოპოზიციას ქართველი ბიზნესმენები?
შესაძლებელია საქართველოში დღეს არსებული პროტესტის გადალახვა ხელისუფლების მხრიდან დათმობების გარეშე?
რა ფუნქციას ასრულებს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტი საქართველოში, რამდენად მოსალოდნელია და რას შეიძლება მოასწავებდეს ზურაბ ადეიშვილის დანიშვნა პრემიერის პოსტზე?
ძვირფასო ბატონო სოლომონ, ამ ბლოგით, მინდა, პირადად თქვენ მოგმართოთ და, ცხადია, თქვენთან ერთად, ბევრ სხვა ადამიანსაც ვესაუბრები.
ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებით ხშირად მოისმენთ ერთსა და იმავე შეკითხვას: „გვეშველება რამე?“ რაც დრო გადის, ეს შეკითხვა მით მეტად იძენს რიტორიკულ ელფერს.
რამდენი რამ ხდება – ზოგი მოსალოდნელი, ზოგი მოულოდნელი და ამ ცხელ-ცხელი ამბების შუაგულში, რატომღაც, სულ სხვა თემაზე მეფიქრება.
არსებობდა თუ არა საქართველოში არაშეურაცხყოფილი დემოკრატია 13 ივნისამდე და რა უნდა გაკეთდეს შეურაცხყოფილი დემოკრატიის მხარდასაჭერად 13 ივნისის შემდეგ.
რატომაც არა? ვისაუბროთ ოპოზიციის პრობლემებზე და მე, ჩემი მხრივ, გიამბობთ, რა მიმაჩნია მის სუსტ მხარეებად.
პრეზიდენტის პროგნოზი – ამეირიდან მხოლოდ ქვევით თუ დავეშვებიო – პირდაპირი მნიშვნელობით აუხდა პირადად მასაც და, მასთან ერთად, ჩვენს საერთო სამშობლოსაც.
ჩამოტვირთე მეტი