14 ივნისს საფრანგეთის ელჩმა ერიკ ფურნიემ განაცხადა, რომ საქართველოში დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ, როდესაც 13 ივნისს ქვები ესროლეს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. კანონი „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ მეტად ლიბერალურია, მაგრამ ქვების სროლით პროტესტის გამოხატვის უფლებას ნამდვილად არავის აძლევს. შესაბამისად, როდესაც მომიტინგე ქვას ესვრის პარლამენტის წევრს, ცხადია, ქვის მსროლელი კანონსაც არღვევს და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებსაც შეურაცხყოფს. სწორედ ამიტომ ბრძანა ბატონმა ელჩმა, საქართველოში დემოკრატიას შეურაცხყოფა მიაყენესო.
ოღონდ, მისი განცხადება ბუნებრივად აჩენს ფიქრს იმის შესახებ, არსებობდა თუ არა საქართველოში არაშეურაცხყოფილი დემოკრატია 13 ივნისამდე და რა უნდა გაკეთდეს შეურაცხყოფილი დემოკრატიის მხარდასაჭერად 13 ივნისის შემდეგ.
როგორც წესი, ამა თუ იმ ქვეყანაში დემოკრატიის ამოქმედების და დამკვიდრების მთავარ ბერკეტად სამართლიანი არჩევნებია მიჩნეული. არადა, არც ედუარდ შევარდნაძის და არც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას არ ჩატარებულა არჩევნები, რომლის სამართლიანობაში საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებული იქნებოდა. ზოგიერთ შემთხვევაში ეჭვს იწვევდა ციფრები, ზოგ შემთხვევაში კი – გამარჯვებულის ვინაობაც. იმის თქმაც შეიძლება, რომ არჩევნების კუთხით, ვითარება სულ უფრო და უფრო უარესდებოდა და პროცესი კვლავაც გრძელდება.
1992 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტში 26 პარტია შევიდა და ამ პარლამენტის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ხანგრძლივი და მწვავე განხილვის შედეგი იყო. 1995 წლის არჩევნები მოქალაქეთა კავშირმა სხვა პარტიებს დიდი უპირატესობით მოუგო, მაგრამ სახელისუფლო პარტიას მაინც არ ჰყავდა მყარი უმრავლესობა და სახელმწიფო ბიუჯეტის დასამტკიცებლად საჭირო ხმების მოსაზიდად ზურაბ ჟვანიას ოპოზიციასთან – ხან სახალხო პარტიასთან და ხან ეროვნულ-დემოკრატებთან – უხდებოდა მოლაპარაკება.
1999 წლის არჩევნებში მოქალაქეთა კავშირმა მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. დავიწყებას მიეცა დრო, როცა 118 ხმის შესაკრებად სახელისუფლო პარტია დიდ ძალისხმევას ხარჯავდა. მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოქალაქეთა კავშირისთვის აუხდენელ ოცნებად დარჩა. ორი არსებითი ცვლილება, რაც ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას კონსტიტუციაში შევიდა, ეხებოდა საპარლამენტო ბარიერის გაზრდას 5%-დან 7%-მდე და კონსტიტუციურ შეთანხმებას სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ორივე ცვლილებას ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერა დასჭრიდა. განსაკუთრებით რთულად მოხერხდა ბარიერის აწევა, რასაც, დახურული მოლაპარაკებების შემდეგ, ლეიბორისტებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა დაუჭირეს მხარი.
ვითარება თვისებრივად შეიცვალა ვარდების რევოლუციის შემდეგ, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ ჯერ ძველ პარლამენტს შეაცვლევინა კონსტიტუცია, შემდეგ კი – ორივე საპარლამენტო არჩევნები კონკურენტებს საკონსტიტუციო უმრავლესობით მოუგო. 2007 წლის კრიზისი და 2008 წლის ვადამდელი არჩევნები სწორედ იმ ფაქტმა განაპირობა, რომ სახელისუფლო პარტია თავის ნებაზე – ოპოზიციურ პარტიებთან შეუთანხმებლად – ცვლიდა ქვეყნის ძირითად კანონს.
შეუძლებელია დემოკრატიის არსებობაზე საუბარი ისეთ ქვეყანაში, რომელშიც სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები არ ტარდება. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ათწლეულების განმავლობაში აღნიშნავდნენ თავის ანგარიშებში, რომ, დარღვევების მიუხედავად, საქართველოში არჩევნები მთლიანობაში შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს. ამის მიუხედავად, ქართული დემოკრატიის მთავარ პრობლემად სწორედ არჩევნები რჩება. მიხეილ სააკაშვილმა და, მასთან ერთად, ქართულმა საზოგადოებამ ხავერდოვანი რევოლუცია სწორედ მაშინ მოაწყო, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი საკმარისი არ იყო ხელისუფლების არჩევნებით შესაცვლელად. იგივე კითხვა ჩნდება მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი აღიარებს, რომ შესაცვლელია საარჩევნო გარემო და დასახვეწია შესაბამისი კანონმდებლობა. ეს ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლის განხილვასაც მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას ვითარების განმუხტვისთვის სთავაზობს.
სამართლიანი არჩევნები მართლაც ჩამორეცხავდა ქართულ დემოკრატიას იმ სირცხვილს და შეურაცხყოფას, რასაც მას ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ხარისხის გაყალბებული არჩევნებით აყენებდა ძველი თუ ახალი ხელისუფლება. სამართლიანი არჩევნები თავიდან აგვაცილებდა დემოკრატიის შეურაცხყოფას სულ უფრო მეტი ძალაუფლების თავმოყრით ერთი პარტიის ხელში და სათავეს დაუდებდა ისეთ პოლიტიკურ კულტურას, რომელიც გამორიცხავდა ახალგაზრდების მხრიდან ქვების სროლას ხალხის რჩეულებისთვის.
მაგრამ ვიდრე საქართველოში თუნდაც ერთხელ არ ჩატარდება გაუყალბებელი არჩევნები, დემოკრატიის შეურაცხყოფა ხელისუფლების პრეროგატივად რჩება.