ერთი შეხედვით, უცნაური რამ მოხდა: საქართველოსა და რუსეთს შორის ომის დაწყებიდან ერთი წლის თავზე, 7 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კომენტარი მისცა „რუსთავი 2“–ს და ორჯერ ახსენა თარიღი – 7 აგვისტო; ოღონდ, ისე, რომ თავად აზრზე ვერ მოვიდა, ორჯერვე თქვა „7 ნოემბერი“ (7 აგვისტოს ნაცვლად). მოგვიანებით, მინისტრის კომენტარი ინტერნეტტელევიზიამ გამოაქვეყნა სათაურით: „მახსოვს 7 ნოემბერი“.
ვანო მერაბიშვილის ამ წამოცდენამ მეც ჩამაფიქრა.
მინდა, შემოგთავაზოთ, ვიმსჯელოთ იმ ორ თარიღზე, რომლებიც, ერთმანეთთან მიმართებაში, ჩემი აზრით, საკმაოდ უცნაურად არის აღქმული საზოგადოების მიერ. იმაზეც ვიფიქროთ, რატომ რჩება ხელისუფლებისთვის უფრო მწვავე თარიღად შვიდი ნოემბერი, თუმცაღა, შვიდი აგვისტოს შედეგები ქვეყნისთვის გაცილებით მძიმეა.
როდესაც ჩემთვის 7 ნოემბრისა და 7 აგვისტოს შედარება დავიწყე, შემდეგი ცხრილი გამომივიდა:
ამ ცხრილის შევსება კიდევ შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, მაგრამ, ვფიქრობ, სურათი უკვე ჩანს: საქართველოს სახელმწიფოსთვის – ხალხიან-ხელისუფლებიანად – 7 აგვისტო შეუდარებლად დიდი მარცხია, ვიდრე 7 ნოემბერი. ეს ცხრილის გარეშეც ცხადი იყო, ცხრილში კი ის გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ ომი პროპაგანდისტულად გაცილებით უკეთ გამოიყენა, 7 ნოემბერს კი ამ მხრივ ვერაფერი მოუხერხა, საკუთარი შეცდომის აღიარების გარდა.
ალბათ, სწორედ იმის გამო, რომ დღევანდელი ხელისუფლებისთვის მთავარია, როგორ შეფუთავს ხალხის თვალში ამა თუ იმ მოვლენას, 7 ნოემბერი მისთვის მკვეთრად წარუმატებელი თარიღია, – მიუხედავად შედეგებისა, რომლებიც ომს გაცილებით მძიმე და აუნაზღაურებელი მოჰყვა, ვიდრე აქციის დარბევას თბილისში.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ შვიდმა ნოემბერმა ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფა დაადასტურა; ომმა კი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისგან დაგვაშორა, სულ მცირე, უახლოესი ათწლეულ(ებ)ით.
ამიტომ, თუკი ხელისუფლების მიზანი ძალაუფლებისა და პოსტების შენარჩუნებაა, ცხადია, მას ხელს აძლევს, მთელი თავისი რესურსი ომის შედეგების „გათეთრებას“ მოახმაროს, ხოლო „შავ ლაქად“ შვიდი ნოემბერი დაიტოვოს. ბოლოს და ბოლოს, გაცილებით ადვილია, ნებისმიერ მომენტში დემოკრატიის ახალი ტალღა გამოაცხადო და შინ თუ გარეთ აჩვენო, თითქოს, ხვალიდან ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შესახებ დაპირებების გაცემა კი ასე ადვილი აღარ არის.
თუ დავაკვირდებით, დღემდე ხელისუფლების მიმართ საყვედურები უფრო ხშირად 7 ნოემბრის გამო ისმის, ვიდრე 7 აგვისტოს გამო. ეს პირადად მიხეილ სააკაშვილის დიდ მიღწევად უნდა შევაფასოთ; რადგან საპროტესტო აქციის დარბევა, თუნდაც, ძალის გადამეტებით, გაცილებით თავსებადია ხელისუფლების შენარჩუნებასთან, ვიდრე ომის უომრად წაგება.
ასე რომ, ძვირფასო კომენტატორებო და ჩვენი ბლოგის ძვირფასო მკითხველებო, მართალია, ვანო მერაბიშვილს 7 აგვისტო 7 ნოემბერში ალალად ერევა, მაგრამ ეს სწორედ მისთვის არის სასარგებლო. ჩვენთვის კი (ესე იგი, ქართული საზოგადოებისთვის) სასარგებლოა, მოვლენები მათი შინაარსის და მნიშვნელობის მიხედვით შევაფასოთ. მათ შორის, გავაანალიზოთ, როგორია 7 ნოემბრის და 7 აგვისტოს პოლიტიკური წონა ზოგადად და, განსაკუთრებით, ერთმანეთთან მიმართებაში. ისევ და ისევ, თქვენი დახმარების იმედი მაქვს.

7 ნოემბერი | 7 აგვისტო |
ხელისუფლების მიერ აღიარებული, როგორც შეცდომა | ხელისუფლების მიერ შეფასებული, როგორც ძალის გარდაუვალი გამოყენება |
მოქმედების ადგილი – დედაქალაქი (რაც თბილისელებს ძალიან მწარედ ახსოვთ) | მოქმედების ადგილი – შიდა ქართლი (რაც დედაქალაქში საერთო ტკივილს შედარებით ადვილად აცხრობს) |
ძალის წარმატებული დემონსტრირება (ხელისუფლების ათვლის წერტილიდან) | ძალის წარუმატებელი გამოყენება |
შეეხო შედარებით ცოტა ადამიანს | შეეხო ბევრ ადამიანს |
უმსხვერპლო აქცია | მოჰყვა მრავალრიცხოვანი მსხვერპლი (გარდაცვლილებს ვგულისხმობ) |
შეფასება ერთმნიშვნელოვანია (რომ მოხდა ძალის გადამეტება) | შეფასება არაერთმნიშვნელოვანია (ვინ დაიწყო ომი? შეიძლებოდა თუ არა მისი თავიდან აცილება?) |
გაამწვავა საზოგადოების დაყოფა | გამოიწვია საზოგადოების კონსოლიდაცია (გავიხსენოთ 12 აგვისტო) |
გააღრმავა ხელისუფლების დაპირისპირება საკუთარი ხალხის ნაწილთან | ხელი შეუწყო ხელისუფლების გაერთიანებას საკუთარ ხალხთან |
ქართველი ხალხის ნაწილს დაუპირისპირდა საკუთარი მთავრობა | მთელ ქართველ ხალხს დაუპისპირდა სხვა ქვეყნის მთავრობა |
დასრულდა მოკლე ვადაში, ხელისუფლებისთვის მისაღები შედეგით | დასრულდა შედარებით მოკლე ვადაში, ხელისუფლებისთვის და ხალხისთვის მიუღებელი შედეგებით |
გამოიწვია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები | გამოიწვია ტერიტორიების დაკარგვა, ლტოლვილების ახალი ტალღა, აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო ბაზების ხელახალი განლაგება საქართველოს ტერიტორიაზე |
არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში დარჩა მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად | ომის შემდეგ ხელისუფლებაში დარჩა მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად |