გაზაფხულის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი იმედგაცრუებულია როგორც ხელისუფლებით, ისე – ოპოზიციით. იზრდება მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალაზე, ახალ ლიდერზე, რომელიც უბრალოდ კი არ ჩაანაცვლებს დღევანდელ პრეზიდენტსა და მის პარტიას, არამედ, ძირფესვიანად შეცვლის მართვის სტილს, შეცვლის ხელისუფლების დამოკიდებულებას ადამიანის უფლებების, მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და ბევრი სხვა საკითხის მიმართ. მაგრამ, საზოგადოებრივი დაკვეთის მიუხედავად, ახლო მომავალში პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ლიდერის გამოჩენა მოსალოდნელი არ არის.
9 აპრილის საპროტესტო ტალღამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში სულ უფრო მზარდი იმედგაცრუება არსებობს როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიმართ. ხელისუფლებამ სრულად უგულებელყო ქუჩაში გამოსული ხალხის უფლება რეალურ ცვლილებებზე; ოპოზიციამ კი ვერ შეძლო, პრეზიდენტი ეიძულებინა, არათუ გადამდგარიყო, არამედ, თუნდაც, ერთი ნაბიჯი გადაედგა დათმობისკენ. ამ ორ ფაქტში კარგად ჩანს ხელისუფლების მიდრეკილება ერთპიროვნული მართვისკენ და, თავის მხრივ, ოპოზიციის უსუსურობა.
საგანგებოდ აღსანიშნავია საინფორმაციო სივრცეში გაშლილი კამათი იმის შესახებ, ვანო მერაბიშვილი უკეთესი მინისტრია, თუ მას კახა თარგამაძე ჯობდა. იგნორირებულია საზოგადოების იმ ნაწილის ინტერესები, რომელსაც კახა თარგამაძეც და ვანო მერაბიშვილიც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოსთვის სრულიად შეუფერებელ მინისტრებად მიაჩნია და სწორედ ისეთ ქვეყანაში უნდა ცხოვრება, სადაც არც მერაბიშვილი და არც თარგამაძე სახელმწიფოს მართვაში აღარ ჩაერევიან.
იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის ინტერესებს ვერც ხელისუფლება გამოხატავს და ვერც ოპოზიცია, ბუნებრივი იქნებოდა, შექმნილიყო ახალი პოლიტიკური პარტიები, გამოჩენილიყვნენ ახალი ლიდერები, რომლებიც საზოგადოებას სწორედ იმას შესთავაზებდნენ, რასაც დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი ვერ სთავაზობს. მაგრამ ასეთი ლიდერები არ ჩანან და აქტიური მოქალაქეებიც კი იძულებულნი არიან, არსებულ ხელისუფლებასა და არსებულ ოპოზიციას შორის გადაანაწილონ საკუთარი პოლიტიკური სიმპათიები.
რატომ არ ჩანან ახალი ლიდერები, რომლებიც სრულიად ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნას შეეცდებოდნენ?
პირველი პრობლემა, ალბათ, ისაა, რომ პოლიტიკის სივრცე მთლიანად დისკრედიტებულია. საკმარისია, წარმატებულმა ადამიანმა პოლიტიკოსის კარიერა აირჩიოს, მის მიმართ მაშინვე ჩნდება კითხვები: ვინ დაავალა? ვინ დგას მის უკან? ამერიკა თუ რუსეთი? ხომ კარგი სამსახური ჰქონდა, რატომ მოინდომა პოლიტიკოსობა? გავიხსენოთ, რომ დღემდე ეს შეკითხვები გაისმის ირაკლი ალასანიას მისამართით.
მეორე პრობლემა პირველის საფუძველია: არც შევარდნაძის პრეზიდენტობისას და, მით უმეტეს, არც ამჟამინდელ საქართველოში არ არსებობს კეთილსინდისიერად მოპოვებული ფინანსები, რომელიც შეიძლება ახალი პარტიის ჩამოყალიბებაში და ახალი ლიდერის გაძლიერებაში ჩაიდოს ისე, რომ ამ თანხის გამღებს სერიოზული პრობლემები არ შეექმნას. საზოგადოებამ არასოდეს იცის, ესა თუ ის პარტია რა ფულით არსებობს. როგორც კი რომელიმე პარტიას გაძლიერების ტენდენცია დაეტყობა, მაშინვე ჩნდება ეჭვები მისი დაფინანსების წყაროების შესახებ. ამ წყაროებს ხშირად უცხოეთში ეძებენ. პარტიების უცხოეთიდან დაფინანსებას კი კანონი კრძალავს.
თუ ახალმა ლიდერმა საქმიანობა თავიდანვე გამჭვირვალე ფინანსებით და გააზრებული პროგრამით არ დაიწყო, ცხადია, პატიოსან და ღირსეულ ადამიანებს ვერ მოიზიდავს. მით უმეტეს, რომ თავისთავადაც პრობლემაა პოლიტიკურ პარტიაში ღირსეული და წარმატებული ადამიანების მოზიდვა, როგორც თბილისში, ასევე – რეგიონებში. არადა, ძლიერი პარტიის გარეშე, ძლიერი რეგიონული ოფისების გარეშე, თავისი საქმის კარგად მცოდნე სხვადასხვა დარგის სპეციალისტების მხარდაჭერის გარეშე ახალბედა ლიდერი კონკურენტუნარიანი ვერ გახდება.
ასე რომ, ისეთი პოლიტიკური ლიდერის დაბადებას, რომელიც დღევანდელი სპექტრისგან განსხვავებული იქნება და რომელსაც ექნება რეალური სურვილი და უნარი, ძირფესვიანად შეცვალოს გარემო, – სულ მცირე, ორი პირობა სჭირდება საწყის ეტაპზე. პირველია პიროვნული სიმამაცე და შინაგანი რესურსი – დისკრედიტებულ სივრცეში შესასვლელად და მის გარდასაქმნელად; მეორეა კეთილსინდისიერი, გამჭვირვალე ფინანსები ორგანიზაციის დასაარსებლად და პატიოსანი ხალხის მისაზიდად.
მაგრამ ქართული პოლიტიკა, ჯერჯერობით, მეტისმეტად არამიმზიდველია მამაცი, პატიოსანი და წარმატებული ადამიანებისთვის. ამიტომ, კიდევ კარგახანს მოგვიხდება არჩევანის გაკეთება ვანო მერაბიშვილისა და კახა თარგამაძის ფან-კლუბის წევრობას შორის.