იმის მიუხედავად, რომ უცნობია, რაზე ესაუბრნენ ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს კახა თარგამაძეს ბერლინში და იმის მიუხედავადაც, რომ ნინო ბურჯანაძეს არ დაუზუსტებია, რა მიზნით ეწვია ბიზნესმენ ვიქტორ პინჩუკს უკრაინაში, რჩება დასაბუთებული ეჭვი: ოპოზიციის ლიდერები უცხოეთში მხარდაჭერის და თანხების მოძიების მიზნით დადიან.
დღეს უკვე უდავოა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ მართვის არადემოკრატიული სტილი სრულიად გააზრებულად აირჩია. მართვის სადავეების საკუთარ ხელში ასაღებად შეირჩა ყველაზე ძლიერი ბერკეტი: ბიზნესის მაქსიმალური კონტროლი. ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფდა თანხის მობილიზებას გაუმჭვირვალე ფონდებში, რომლებიც ჯარის და ძალოვანი უწყებების გასაძლიერებლად შეიქმნა. მეორე მხრივ, ბიზნესის კონტროლი უზრუნველყოფდა დამოუკიდებელი საინფორმაციო სივრცისთვის და ოპოზიციისთვის სასიცოცხლო არხების გადაკეტვას. ბიზნესის კონტროლით ხელისუფლებამ ერთდროულად დაასუსტა თავად ბიზნესი და, მასთან ერთად, მედიაც და ოპოზიციაც.
კარგა ხანია, ოპოზიციის რეგიონულ ოფისებს სიცოცხლის ნიშანწყალი მხოლოდ არჩევნების წინ რომ ეტყობათ და, ისიც, ალაგ-ალაგ, ამის მიზეზი სწორედ ფინანსების დეფიციტია და არა პარტიების სიზარმაცე. არადა, რა შედეგს უნდა ელოდეს პარტია არჩევნებში, თუკი რეგიონულ ოფისებს ვერ ამუშავებს.
თუ აქამდე ოპოზიციის ფინანსური პრობლემები ყველაზე თვალსაჩინოდ რეგიონებში მჟღავნდებოდა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე, ხანგრძლივი საპროტესტო ტალღის ფონზე, პოლიტიკურ პარტიებს განსაკუთრებით თბილისში გაუჭირდათ. ხანგრძლივი, თანმიმდევრული და მშვიდობიანი დაპირისპირების ტაქტიკა საგანგებო რესურსს მოითხოვს სხვადასხვა მიმართულებით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფინანსების კუთხით. ეს რესურსი კი ოპოზიციას არ გააჩნია.
არიან თუ არა საქართველოში ბიზნესმენები, რომლებიც ოპოზიციის საპროტესტო მოძრაობას დააფინანსებდნენ, თუნდაც, დღევანდელ პირობებში? უნდა ვივარაუდოთ, რომ არიან, რადგან გასული ხუთი წლის განმავლობაში სხვა სფეროებზე მეტად სწორედ ბიზნესი დაზარალდა: ერთია საზოგადოებისთვის დაფარული დაპირისპირება ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხოლო მეორეა ხელისუფლების მხრიდან კერძო საკუთრების საჯარო ხელყოფა, რამაც მთლიანად ბიზნესმენების „მხრებზე“ გადაიარა. ამგვარი ხელყოფის ფაქტებს მრავალი ფურცელი მიეძღვნა როგორც საქართველოს სახალხო დამცველის, ისე ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში.
არსებობს კიდევ ერთი გარემოება, რომელიც ბიზნესმენების თვალში ამჟამინდელ ხელისუფლებას ხიბლს არ ჰმატებს. საქმე ისაა, რომ ბიზნესის ფუნქციონირებას და მის განვითარებას ყველაფერზე მეტად სტაბილური გარემო სჭირდება. არადა, სად არის გარანტია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეძლებს წონასწორობის დამყარებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის? ან ხელისუფლებასა და საზოგადოების პროტესტულად განწყობილ ნაწილს შორის? „ნახევრად მძიმე ხელის“ პოლიტიკის პირობებში განსაკუთრებულად ძნელია სტაბილური გარემოს შენარჩუნება.
თუკი ხელისუფლება ფარულად ატერორებს ბიზნესმენებს, საჯაროდ ხელყოფს კერძო საკუთრებას და ვერ ქმნის ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს, ბუნებრივად იბადება კითხვა – რატომ დადიან ოპოზიციის ლიდერები თანხების მოსაძიებლად უცხოეთში? რატომ არ არიან მათი ბუნებრივი მოკავშირეები ხელისუფლების მიერ ღირსებაშელახული ბიზნესმენები?
ამ კითხვაზე, სულ მცირე, ერთი სავარაუდო პასუხი არსებობს. ვარდების რევოლუციის პერიოდისგან განსხვავებით, ამჟამინდელ პროტესტს არ ჰყავს „პატრონი“. არავინ იცის, ვინ რაზეა დღეს პასუხისმგებელი, ან ვინ რაზე იქნება პასუხისმგებელი ხვალ, თუკი საპროტესტო მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გადადგომას მიაღწევს. მაგრამ როცა საპროტესტო მოძრაობაში თანხა ქართული ბიზნესიდან მოხვდება, იმ თანხის პატრონს კარგად უნდა ჰქონდეს წარმოდგენილი, ვის აძლევს ფულს არა დღევანდელ რეალობაში, არამედ – ხვალინდელში, რომელიც ამ ფულის მეშვეობით უნდა დაიბადოს. დღეს კი შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ ვინ არის გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი პირი: ლევან გაჩეჩილაძე? ნინო ბურჯანაძე? ირაკლი ალასანია? სალომე ზურაბიშვილი? ვინმე სხვა? ვიდრე ამ კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის, ვიდრე გაურკვეველია, ვინ უპატრონებს ქვეყანას ახალ რეალობაში, ქართველ ბიზნესმენებს არ გააჩნიათ მოტივაცია, ზოგადად ოპოზიციის პროტესტი დააფინანსონ და ისედაც მძიმე ცხოვრება ნებაყოფლობით კიდევ მეტად დაიმძიმონ.